პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ანა ბუჩუკური აირჩიეს

გახარიას გუნდის წევრი
1626164457
დაკოპირებულია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ კომიტეტის წევრებმა ანა ბუჩუკური აირჩიეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ანა ბუჩუკურის კანდიდატურა უფრაქციო დეპუტატებმა წარუდგინეს კომიტეტს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დასახელებულმა კანდიდატმა - ეკა ხერხეულიძემ უარი განაცხადა აღნიშნულ თანამდებობაზე.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ანა ბუჩუკურს აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მდიდარი გამოცდილება მთავრობის ადმინისტრაციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში მუშაობის განმავლობაში.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე საპარლამენტო ოპოზიციიდან აირჩევა.