მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აღნაგობით ან გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ კალანდარიშვილს?! - ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

„აღნაგობით ან გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ კალანდარიშვილს?! - არგუმენტი, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, არ გვაქვს“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

ელისაშვილი აცხადებს, რომ არგუმენტი თუ რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას არ აქვთ.

„ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, დავუჭერთ თუ არა მხარს კალანდარიშვილს. თუმცა, არგუმენტი, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი,  ჯერჯერობით არ გვაქვს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობდა ორგანიზებულად და ეფექტურად არჩევნების დღეს, შესაბამისად, აღნაგობით ან გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ კალანდარიშვილს?! არგუმენტი, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, არ გვაქვს, თუმცა, დავუჭერთ თუ არა მხარს გადაწყვეტილი არ გვაქვს“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.