მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აქამდე ქართველი ხალხი ელოდა სააკაშვილს და ახლა მიშა ელოდება მათ“ - გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე

„აქამდე ქართველი ხალხი ელოდებოდა სააკაშვილს და ახლა როლები შეიცვალა, მიშა ელოდება ქართველ ხალხს. ხვალინდელი დღე არის გამოცდა არა მიშასი, არამედ ქართული საზოგადოების“, - ამის შესახებ პარლამენტარმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, 14 ოქტომბერს სააკაშვილის მხარდასაჭერად დაგეგმილ აქციაზე უნდა მივიდეს საზოგადოების დიდი ნაწილი და პარლამენტარის თქმით, ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებში ეს იქნება გარდამტეხი ეტაპი.

„მიშასთან დაკავშირებით ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ვისაც არ გადაუწყვეტია ხვალ აქციაზე მოსვლა, შეიძლება იმასაც კი გადააწყვეტინოს ამ ნაბიჯის გადადგმა.

მათი კომენტარებიდან ჩანს, რომ სააკაშვილი არის მათთვის პირველხარისხოვანი პრობლემა და არ იციან როგორ გადაწყვიტონ ეს საკითხი. ყველა ღონეს იყენებენ, რომ როგორმე გაიყვანონ ქვეყნიდან.

ხელისუფლებას დიდი არჩევანი არ აქვს, იმიტომ, რომ რაც უფრო დრო გადის და მძიმდება მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა, მით უფრო მეტი რადიკალიზაცია მოხდება და რამდენიმე დღეში ჩვენ შეიძლება მივიღოთ ისეთი სიტუაცია, რომ ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქე აღარ იქნება.

ხვალინდელი აქცია შეიძლება აღმოჩნდეს გარდამტეხი და ბევრნი უნდა ვიყოთ აქციაზე. დასავლეთი ელოდება ქართველ ხალხს. ყველამ ინდივიდუალურად უნდა მოვიხადოთ ვალი საკუთარი მომავლის წინაშე, სხვას ნუ მივაჩერდებით, წამოწოლილი პატრიოტიზმი ამ ქვეყანას ვერ უშველის. სხვანაირად არ იქმნება ისტორია“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

რაც შეეხება საქმეებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული, პროკურატურის განცხადებით, ეს არის „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. 8 წლის შემდეგ კი, პირველ ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია და მალევე ამის დამადასტურებელი ვიდეოები გამოაქვეყნა.

პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

ამავე თემაზე:

📣 ევროპული ქვეყნების ლიდერები, რომლებიც დააპატიმრეს

📣 სააკაშვილი რევოლუციონერია და არა პოლიტიკოსი - ალესია ბაცმანი (ვიდეო)

📣673 260 ლ - კოსმეტიკური მომსახურება; 191 643 ლ - ესპანელი მზარეულის დაქირავება - ამირან სალუქვაძე ე.წ. პიჯაკების საქმეში შემავალ ხარჯებს აქვეყნებს