მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახალ ხელისუფლებას რამდენიმე მილიარდი დავუტოვეთ, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თავი მოვიწონო“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დევნილების პრობლემის საკითხის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ ქვეყნის ბიუჯეტში რამდენიმე მილიარდი დატოვა, თუმცა ეს თანხა შესაბამისი პრობლემების გადაჭრას არ მოხმარდა. 

„კიდევ ერთხელ დევნილებზე - ახლა ხშირად იმეორებენ, რომ ივანიშვილის 9 წელიწადში იმდენ დევნილს მისცეს საცხოვრებელი, რამდენსაც ჩვენ 8 წელიწადში. ამიტომ, დიდი განსხვავება არ არისო.

ეს ძალიან არასწორი შედარებაა. ჩვენ დაგვხვდა ცარიელი ბიუჯეტი და დევნილების მასშტაბური განსახლება მხოლოდ 2008 წლის ბოლოს დავიწყეთ. ამიტომ, პროგრამას ზუსტად 4 წელი ვახორციელებდით.

ახალ ხელისუფლებას რამდენიმე მილიარდი დავუტოვეთ. ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ თავი მოვიწონო. ბევრად მეტი უნდა გაგვეკეთებინა და ნამდვილად, კმაყოფილი ვერ ვიქნები ამ სფეროში ჩვენი მუშაობით. თუმცა, ძალიან გთხოვთ, არასწორ ხალხს ნუ შეგვადარებთ. ამათ შეჭამეს ჩვენი დატოვებული ფული და რაც მთავარია, იჩენენ სრულ გულგრილობას და გულქვაობას.

პრეზიდენტობის დროს მე პირადად ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი დევნილთა საცხოვრებელში და მათი ბედი ჩემს ერთ-ერთ მოუშუშებელ ტკივილად რჩება“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 პუტინი საწოლის რომელ მხარეს გაიღვიძებს, იმაზეა დამოკიდებული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გადაწყვეტილება - ბაიდენი

👉 თუ პუტინის ამომრჩეველი სახლებში კუბოებს მიიღებს, მოსახლეობა ამას არ აპატიებს - ვლადიმერ გოზმანი

👉„თითქოს მზად არ ვართ, თუმცა მარტოც არ ვართ, მსოფლიო მხარს გვიჭერს“ - ზელენსკი უკრაინელ ხალხს მიმართავს