მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახლა იმის დრო არ არის, რომ პარლამენტმა ორ თვიანი შვებულება გამოაცხადოს“ - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ექსმინისტრი

„ახლა იმის დრო არ არის, რომ პარლამენტმა ორ თვიანი შვებულება გამოაცხადოს“, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ პლატფორმის დამფუძნებელმა, თავდაცვის ექსმინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.  

თავდაცვის ექსმინისტრის თქმით, ახლა დასვენების დრო არ არის, რადგან უზარმაზარი შრომა არის გასაწევი. 

„მთავარი პრობლემა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ სინამდვილეში ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში, არის ტოტალური ნდობის დაკარგვა, რამაც გამოიწვია ყველა ის შედეგი, რომლის წინაშეც ახლა ჩვენ ვართ და რომლის კიდევ უფრო მეტი მძიმე შედეგები დეკემბრის შემდეგ დაგვიდგება, თუ არ შევასრულებთ რეფორმების დღის წესრიგს.

ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება, ეს იქნება თბილისში, ვაშინგტონში, ბრიუსელში თუ რომელიმე სხვა დედაქალაქში, რა თქმა უნდა, მუდმივი შეხსენებაა იმისა, რომ ახლა იმის დრო არ არის, რომ პარლამენტმა ორ თვიანი შვებულება გამოაცხადოს“, - აცხადებს თავდაცვის ექსმინისტრი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „დასაკარგი დრო არა არის“ - დეგნანი ევროპული საბჭოს რეკომენდაციების აღსრულებაზე

✔️ „სიმბოლურ გზავნილებსაც დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს“ - ბელგიის პრემიერი

✔️ „შეთანხმებული მოქმედებების დროა“ - კარლ ჰარცელი

✔️ „დროა, მთავრობამ ითანამშრომლოს როგორც ოპოზიციასთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან“ - კელი დეგნანი

✔️ „ერთმანეთს უკითხონ სახლში ლექციები“ - მაჭარაშვილი სახალხო მოძრაობის შექმნაზე