მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახლა ხომ გაცხადდა, რა მოხდა 2021 წლის 10 ოქტომბერს, ისტერიაში იყო და რეკავდა ყველგან, არ მიხვიდეთ აქციაზეო“ - თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე

პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი, ნიკა მელია

ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას შესახებ წერს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შეკრებილი აქცია 2021 წლის 10 ოქტომბერს სწორედ მელიამ დაშალა. როგორც ჩარკვიანი აღნიშნავს, ამის შემდეგაც ბევრჯერ დაშალა მელიამ 50 000 კაციანი აქციები.

„ახლა ხომ ნათლად გაცხადდა, რა მოხდა 2021 წლის 10 ოქტომბერს, (მივიტანეთ სცენა, ეკრანი, განათება გახმოვანება)... იყო ერთი ამბავი, ხალხი გვირეკავდა მოსასვლელად. ახლა ყველამ იცის უკვე ვინ და რა მესიჯბოქსი გააგზავნა და დააბნია (მოსასვლელად გამზადებული) ამომრჩეველი, რომ არ მოსულიყვნენ აქციაზე, დიახ მესიჯბოქსი ნიკანორ მელიასი ასეთი იყო: „არ მიხვიდეთ აქციაზე, ჩვენი აქცია არ არის“, რუსთაველზე ემიგრანტები იყვნენ ჩამოსულები, არც მოვიდა მათ სანახავად, ისტერიაში იყო და რეკავდა ყველგან „არ მიხვიდეთ,ხელი შემეშლება კარგი გეგმის განხორციელებაში და მიშასთვის ცუდი იქნებაო“, (ცხადია მაშინ ამომრჩეველმა დაუჯერა მას და არც მიკვირს). შემდეგ იგივე ბევრჯერ გაიმეორა ნიკა მელიამ და რამდენჯერმე დაშალა 50 ათასიანი აქცია, მერე პიპინ-პიპინით ატარა ქუჩაში ენერგეტიკის დაცლამდე, შემდეგ გახსოვთ მისი ფრთიანი ფრაზა: „აქციებმა აქტუალობა დაკარგეს“, „ახლა აქციის დრო არ არის, საქმეს ასე სჭირდება“, „მიშა ჩემი მეგობარი არ არის და არ და ვერ იქნება მომავალშიც“.

შემდეგ მაშველ ხიდად დაუდგა ოლიგარქ ივანიშვილს და გამოაცხადა მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ, რომ აგერ ზოგიერთ ოპოპარტიას რომ აფინანსებს, ეს კეზერაშვილია ოლიგარქიო, (არა და 3 თვის წინ გაცხადებული აქვს „კეზერაშვილს პარტნიორად მივიჩნევო“), თან ეს იმ დროს გააკეთა ნიკა მელიამ, როცა დასავლეთმა ივანიშვილი შეიყვანა ოლიგარქთა სიაში, გახსოვთ ალბათ „ცხელ შემოდგომას“ დაჰპირდა ამომრჩეველს, სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობდა, უფრო სწორად „გეგმა“ იყო მზაკვრული....

საკონტროლო გასროლა კი გუშინ „ჩაატარა“ მელიამ ჯანდაცვის სამინისტროსთან, როცა მტერს დაანახა, რომ სააკაშვილს თითქოს, თურმე მხოლოდ 50-80 კაცი ჰყავს მომხრე, როცა პარტიის (სულ ცოტა ხელფასზე მომუშავე) მობილიზაციის შემთხვევაში იქ ჩვეულებრივად 7 ათასი კაცი მაინც უნდა იდგეს, ეს აქსიომაა, ნუ ნამდვილ გულშემატკივარ ხალხზე აღარ ვსაუბრობ (ეს, რა თქმა უნდა, თუ ნება და სურვილი აქვს თავმჯდომარეს და მობილიზაციას მოახდენს) რა კითხვებია დარჩენილი?! ნუ ბრმათათვის შეიძლება არის, მოაზროვნეთათვის კითხვა აღარ არსებობს! ეს ან უმეცრებაა ან მიზანმიმართული ღალატი - ორივე კატასტროფაა, ერთი განსაკუთრებით! აი ეს არის სიმართლე რომელზედაც ვცდილობდი მაქსიმალურად არ მესაუბრა“, - წერს ჩარკვიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ნაციონალური მოძრაობა“ ელოდოს ჩემგან ბადის ტყორცნას... ნიკა მელია ძალიან სუსტი აღმოჩნდა“ - სოსო თოფურიძე

👉 „ნიკა მელიას შენახვა წელიწადში 1 471 000 ჯდება, ოპოზიცია, თქვენ ნამუსი გაგაჩნიათ? - სოსო თოფურიძე

👉 „დღეს პუტინს დაბადების დღეზე ახალი მაგიდა და დურბინდები აჩუქეს სტუმრებთან საკომუნიკაციოდ“ - არვიდას ანუშაუსკასი

👉 „ევროპა ნელ-ნელა იცლება სისხლისგან, რუსეთი კი ამ დროს არცთუ ცუდ შემოსავალს იღებს“ - ვიქტორ ორბანი

👉 „ევროპა უკრაინას უფრო მეტ სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის“ - ემანუელ მაკრონი