პოლიტიკა

ახლა რაც არ უნდა ციფრები დაწეროს თავის კაბინეტში, სრული იდიოტობაა, რადგანაც ყოველგვარი IPSOS Global-ის გარეშე, დღეს ყველამ ლაივში ვნახეთ კვლევაც და 30-ის შედეგებიც - გია გაბრიჭიძე

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
1635363082
დაკოპირებულია

ექსპერტი გია გაბრიჭიძე IPSOS Global წინასაარჩევნო კვლევას ეხმიანება, რომელსაც ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს.

„ნიკა გვარამიამ გვამცნო: - რამდენიმე წუთში, „მთავარში“ იხილავთ ბოლო წინასაარჩევნო კვლევებს IPSOS Global-ისგან. ხუთი ყველაზე დიდი ქალაქი: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, არ გამატოვოთ! გვარამიას ეს „ამოკვნესა“ იმ ქალს ჰგავს, ქმარი საყვარელთან რომ შეუსწრებს და - რასაც ხედავ იმას კი ნუ უჯერებ, რასაც მე ვხედავ, იმას დაუჯერეო. ახლა კი ცოტა სერიოზულად (თუ შეიძლება ამ არსებაზე სერიოზულად ლაპარაკი). ახლა რაც არ უნდა ციფრები დაწეროს თავის კაბინეტში, როგორი მღელვარე ინტონაციით და ქოშინით არ უნდა წაიკითხონ თეა ადეიშვილმა და თამარ ბაღაშვილმა, სრული იდიოტობაა, რადგანაც ყოველგვარი IPSOS Global-ის გარეშე, დღეს ყველამ ლაივში ვნახეთ კვლევაც და 30-ის შედეგებიც. გვარამიას ტელე-ჩართვის არ ვიცი, მაგრამ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებულ შედეგებს, ნამდვილად რომ არ „გამავტოვებთ“, ეს ნამდვილია“, - წერს გაბრიჭიძე.

ინფორმაციისთვის, IPSOS-ის კვლევის თანახმად, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 51,6% კახა კალაძეს, ხოლო 48,4% ნიკა მელიას მისცემს ხმას.

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია

„ვიწყებთ პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინას შეტანის გამო“ - „დრო...

„ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში "ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო“, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 
მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
1638725637
პროექტის  „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება საქართველოში - Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მონაწილეებმა მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.  შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და  ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდი ესწრებოდნენ.
1638771856
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 3 დეკემბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
1638770790
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
1638736318
პოლიტიკოსი თაზო ფაცაცია

„ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის შექმნით,...

„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ“, - ამის შესახებ ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს. 
სოფელ ციხისძირში, საპროტესტო აქციაზე მოსახლეობასა და პოლიციას შორის და...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის მოსახლეობამ ტერიტორიაზე მანდარინის ნარჩენების დაყრა გააპროტესტა. აქციის მიმდინარეობისას მოსახლეობასა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. 
თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ფარგლებში წლის შემაჯამებელი საინფორმაცი...
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
„ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს სააკაშვ...
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა.