მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსი პეტრიაშვილი: დაველოდოთ გახარიას განცხადებებს, თუ რა დამოკიდებულება ექნება „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მიმართ

ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს PIA.GE-სთან გამოეხმაურა.

მისი თქმით, დღევანდელი კრიზისის ფონზე კიდევ პოლიტიკური სიახლეები რთულად განავითარებს მოვლენებს.

„დაველოდოთ განვითარებულ მოვლენებს, გამოვიდეს თავისი პოლიტიკური ხედვებით, თანამოაზრეებით, გააკეთოს გუნდის პრეზენტაცია.

გასაგებია, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს პოლიტიკაში დაბრუნების მაგრამ, ამის შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები - ცხადია რთულად. ისედაც სიტუაცია რთულად არის, სანამ კრიზისი არ მოგვარდება ქვეყანაში და ვნახოთ.

უნდა დაველოდოთ მის ქმედებებს და განცხადებებს, თუ რა დამოკიდებულება ექნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და ოპოზიციის მიმართ. ძალიან ბევრ რაღაცაზე იქნება დამოკიდებული შემდგომი შეფასებები თუ რომელ ფრთაზე იქნება და რა ტიპის პროექტი იქნება ეს საერთოდ“ - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და გეგმების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში შეატყობინებს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„გახარია „ქართულ ოცნებას“გაუყოფს ხმებს“ - ლევან იოსელიანი

✔️„ხელისუფლება იტყვის გახარია სააკაშვილს შეეკრა, ოპოზიცია იტყვის ბიძინას პროექტიაო“ - გია ხუხაშვილი