პოლიტიკა

🎥 „ამ არჩევნებზე ჩამოვალ, დაპატიმრების არ მეშინია “ - სააკაშვილი (ვიდეო)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
1630940000
დაკოპირებულია

„2 ოქტომბერს ნამდვილად გაიმართება რეფერენდუმი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე. პირადად მე ამ არჩევნებზე ჩავალ საქართველოში და ყველა ემიგრანტს მოვუწოდებ, ამ არჩევნებზე, თუ გაქვთ საშუალება, აიღეთ შვებულება და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით, ყველა ერთად წავიდეთ საქართველოში“, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, მართლმსაჯულების არ ეშინია და იმედი აქვს, რომ მის გასათავისუფლებლად ქართველი ხალხი იბრძოლებს.

„მე დავდივარ ყველგან, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მიღებენ ყველგან და რასად არავის კითხვები არ უჩნდება იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ არის აღძრული. ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ეს საქმეები არის გაყალბებული და საფუძველმოკლებული.

მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაითავისუფლებს თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია ჩემი ბედი გადავცე ქართველ ხალხს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.