მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ მასშტაბის პოლიტიკოსის ციხეში ყოფნა არის დიდი შეცდომა და ჩვენი გამოთაყვანება“ - თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილზე

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი

„ამ მასშტაბის პოლიტიკოსის ციხეში ყოფნა არის დიდი შეცდომა და ჩვენი გამოთაყვანება“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. 

როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, არ გაურბის იმის აღიარებას, რომ მიხეილ სააკაშვილის დიდი შეცდომაა, რომ სასამართლო სისტემაში რეფორმა ვერ მოესწრო. 

„საქართველოს განვითარების მინი პროგრამა ისე მოგვაწოდა, რომ გაოცებული დავრჩი. მართლა საოცარი სიტყვა იყო. მისი გამოსვლები მანამდეც მომისმენია, მაგრამ დღეს ისეთი იდეალისტი იყო, რომ რა ვიცი, ეს ოხერი, რატომ არ ვიცოდი, რომ ეგეთი იდეალისტი იყო. პირდაპირ მენანება, გეფიცებით.

არ გეგონოთ, რომ შეცდომებს არ გავუვლი ხოლმე, რა თქმა უნდა, ვერ მოასწრო სასამართლო რეფორმები, შეცდომად ვთვლი და მე კი არა, თვითონაც შეცდომად თვლის, მაგრამ რუსეთთან ბრძოლაში ძალიან ძნელია, რომ ამხელა მახინჯი სისტემის რეფორმა მოახერხო და მოასწრო“, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა. 

მისი თქმით, ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებას პოლიტიკური ბრძოლის გასაგრძელებლად ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობასთან დაკავშირებით. 

„აგაშენათ ღმერთმა თქო, ნიკა მელიას უთხარით ჩემგან, აქ რომ გეყოლებათ. ამას ვამბობ მუდამ. ერთადერთი პროექტი, რომელიც ოპოზიციის გამარჯვებული პროექტი იყო, ეს იყო „ძალა ერთობის“ პროექტი. ამას ჩემი ახირებით კი არა, შედეგით ვამბობ, რადგან პირველი დარტყმა საპრეზიდენტო არჩევნებზე მიიღო ივანიშვილმა, თვალცრემლიანი გამოგვეცხადა და ახლა უკვე მეოთხე დეკადისთვის გვიწვევს. როცა ასეთი გამარჯვებული პროექტი ჩაგივარდება ხელში, პოლიტიკური სიმპათიები გვერდით უნდა გადადო და იმ პროექტს მოეპოტინო. ამიტომ, რა თქმა უნდა, გაერთიანება“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„თითზე გადასახვევი არ წამიღია ქვეყნიდან, ყველაფერი გავაკეთე და ახლა ჩემს თვალწინ ინგრევა“ - სააკაშვილი

👉 „თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორიც მე ასტრონავტი“ - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს (ვიდეო)

👉 „მინდა, განსაკუთრებულად ჭკვიანებს აუდიტორიაში დავუსვა ამოცანა - რატომ ვიმყოფები სასამართლო დარბაზში?“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ იმის გამო, რომ დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში“ - ბექა ბასილაია

👉 „დავტოვე პენსია - 90 დოლარი, 10 წლის თავზე პენსია არის 77 დოლარი“ - მიხეილ სააკაშვილი