მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან“ - იაგო ხვიჩია

პარტია გირჩის ლიდერი

პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ რეზოლუციის პროცესის მიმართ ინტერესი დაკარგა. 

მისი თქმით, სოლიდარობა სხვანაირად უნდა გამოიხატოს. 

„ჩემთვის ამ პროცესმა ინტერესი დაკარგა იქიდან გამომდინარე, რომ მანამდე სერიოზულობა დაიკარგა როგორც მმართველი პარტიის მხრიდან, ისე ოპოზიციის მხრიდან. ვფიქრობთ, რომ სოლიდარობა სხვანაირად უნდა გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის მიმართ. რითაც შეგვეძლება, ყველა ჩვენი საშუალებით დავაფიქსირებთ სოლიდარობას. ამ სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან, უფრო შიდაპოლიტიკური ბრძოლის ნაწილია, ვინ უფრო მამაცია და ვის უფრო გულმხურვალედ უყვარს უკრაინელი ხალხი და ამ პროცესში მონაწილეობა მიგვაჩნია, რომ არაა საჩვენო საქმე“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

ინფორმაციისთვის, 26 იანვარს, მმართველმა გუნდმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომელსაც ოპოზიცია აკრიტიკებს.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.