მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამას სადღაც წერტილი უნდა დაესვას“ - იოსელიანი ფარულ ჩანაწერებზე 

„მოქალაქეების“ წევრი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი, დეპუტატი ლევან იოსელიანი ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაციის გავრცელების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მომხრეა იმ ადამიანებმა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სისტემაზე, კითხვებზე პასუხები გასცენ.

ლევან იოსელიანის თქმით, ასეთ ცუდ პრაქტიკას წერტილი უნდა დაესვას.

„ძალიან ცუდ ტრადიციად გადაიქცა, ყველა არჩევნების წინ რაღაც ასეთი ფაილების და პირადი ცხოვრების შემცველი კადრების გავრცელება. ამას სადღაც წერტილი უნდა დაესვას. პარლამენტში იქნება თუ სხვაგან მომხრე ვარ, რომ ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ სისტემაზე, პასუხი გასცენ შეკითხვებს რა ხდება და რატომ ხდება ამ ყველაფრის გაჟონვა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ინფორმაციისთვის, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ არის საუბარი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ეკლესიას არჩევნებზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია“ - ძაბირაძე

🔴 უშიშროების სამსახური ახლაც უსმენს პოლიტიკურ ოპონენტებს და უთვალთვალებს ყველას - ალეკო ელისაშვილი

🔴 ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ საუკუნეების მანძილზე გაუძლო მრავალი იმპერიის შეტევას და ამ სასოწარკვეთილი ნეობოლშევიკების შეტევასაც გაუძლებს - მამუკა მდინარაძე