მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამიტომაც არის, რომან გოცირიძეს წნევა რომ აწუხებს და დარბის, თორემ ჯანმრთელი კაცი შემოვიდა პარლამენტში“ - ირაკლი ზარქუა „ნაცმოძრაობას“

უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა

„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ირაკლი კობახიძეს ე.წ. თავმჯდომარე უწოდა.

„მინდა, გამოვეხმაურო გიორგი ბოტკოველის განცხადებას. ირაკლი კობახიძეზე თქვა ე.წ. თავმჯდომარეო. ირაკლი კობახიძე, რომელიც სწავლობდა გერმანიაში, რომელმაც დისერტაცია დაიცვა გერმანიაში, არის საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი, რომელიც შეფასებულია ევროპელების მხრიდან ერთ-ერთ საუკეთესოდ. და ამბობს ვინ, ბოტკოველი, რომლის პარტიაშიც ერთმანეთს თავმჯდომარეობაზე ეცილებიან „ხაბე“ და ხმლიანი ქალის რომ ეშინია, ჭიაბერაშვილი. ამიტომაც არის, რომან გოცირიძეს წნევა რომ აწუხებს და დარბის, თორემ ჯანმრთელი კაცი შემოვიდა პარლამენტში. ასეთებს რომ აკეთებთ იმ თქვენს პარტიაში, წნევიანი გახადეთ ის კაცი. კარგით, იქით იყოს თქვენი შიდა სამზარეულო, უბრალოდ ბოტკოველი რომ იტყვის კობახიძეზე ამას, ვერ გავატარებდი“, – განაცხადა ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ირანი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ოჯახის წევრებს წამებით დაემუქრა - CNN

👉 საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს - ამინდი 3 დეკემბრამდე

👉 ჯანმომ „მაიმუნის ყვავილს“ სახელი გადაარქვა