მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამომწურავი პასუხი უნდა გვქონდეს კითხვაზე, ვინ არიან ისინი, რა მიზნების და ამოცანებისთვის შემოდიან საქართველოში - თინა ხიდაშელი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე

თავდაცვის ექსმინისტრი

„ჩვენ უნდა გვქონდეს ამომწურავი პასუხი კითხვაზე, ვინ არიან ისინი, რა მიზნების და ამოცანებისთვის შემოდიან საქართველოში“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ამავე ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის საკითხს. 

თინა ხიდაშელის თქმით, საქართველო ამ კუთხით დიდი გამოწვევის წინაშე დგას. 

ხიდაშელი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეჟიმი უნდა შემოეღო და ასევე, სასაზღვრო რეჟიმი კონტროლს უნდა ყოფილიყო დაქვემდებარებული. 

„ძირითადად, კი და არა პასუხი არ მაქვს, რომ არა არავინ, ან ყველა. ეს არ არის ასეთი მარტივი საკითხი. აქ არის სამი კატეგორიის ადამიანი, რომელიც შემოდის დღეს საქართველოში. ნაწილი გამოქცეულია პუტინის რეჟიმს და ეს არის რუსეთის ლიბერალური საზოგადოება, პუტინთან დაპირისპირებული საზოგადოება. რა თქმა უნდა, მათთვის ღია უნდა იყოს საქართველოს საზღვარი, თუკი ისინი საქართველოს აირჩევენ. 

მეორე - ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც უკრაინაში საომრად წასვლა არ უნდათ. მესამე - ეს არის ხალხი, რომლებსაც არანაირი დისკომფორტი ვლადიმერ პუტინთან არასოდეს არ ჰქონიათ და სავარაუდოდ, არც ხვალ ექნებათ. უბრალოდ დღეს იმიტომ მოდის რუსეთიდან, რომ დაწესებული სანქციების გამო დისკომფორტი შეექმნა და ცოტა ხნით უნდა რომ გაერიდოს. მათ არც საქართველოს სუვერენიტეტი აღელვებთ და არც საქართველოს დამოუკიდებლობა. 

რას უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება? რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შემოგვეღო სავიზო რეჟიმი, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შემოგვეღო წესებს და კონტროლს დაქვემდებარებული სასაზღვრო რეჟიმი.

თუ „დოჟდის“ ჟურნალისტი საქართველოში შემოდის, ეს ძალიან ადვილად გადასამოწმებელია, მაგრამ თუ შემოდიან გაურკვეველი წარსულის და აწმყოს მქონე ადამიანები, ჩვენ უნდა გვქონდეს ამომწურავი პასუხი კითხვაზე, ვინ არიან ისინი, რა მიზნების და ამოცანებისთვის შემოდიან საქართველოში. საქართველო დღეს არის უზარმაზარი გამოწვევის წინაშე. 

რუსეთის ასი ათასობით მოქალაქე, რომელიც დღეს რჩება ქვეყნის დედაქალაქში, ბათუმში, სხვადასხვა კურორტებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასტუმროებში და ასე შემდეგ, ხვალ შესაძლოა, მწვანე კაცუნებად გადაიქცნენ, რომლებმაც უკრაინაში რუსული აგრესია დაიწყეს. 

მე არ მაქვს პასუხი კითხვაზე შემოსული ხალხის რა პროცენტია ასეთი, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია, მე რომ არ მაქვს პასუხი, ტრაგედია ის არის, საქართველოს ხელისუფლებას და სუსსაც რომ არ აქვს პასუხი“, - აცხადებს თინა ხიდაშელი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ქართულ ოცნებას“ დღეს რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში პოლიტიკა საერთოდ არ გააჩნია - კახა ქემოკლიძე

✔️ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არსებობს - იაგო ხვიჩია მობილიზაციის შემდეგ რუსების საქართველოში შემოსვლაზე განმარტებას აკეთებს

✔️ საქართველოს ხელისუფლება ჩაკეტავს საზღვარს თუ ამას რუსეთი ეტყვის - რომან გოცირიძე

✔️ ბენ ჰოჯესი: პუტინის ქმედებები მესამე რაიხის ბოლო დღეებში ჰიტლერის ქმედებებს ჰგავს

✔️ „არა მობილიზაციას“ - რუსეთში საპროტესტო აქციები დაანონსდა