პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო დონეზე საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები სამაგალითოდ არის აღიარებული

ექსპერტი ანდრია გვიდიანი
1584703010
დაკოპირებულია

„ამ მართლაც ურთულეს ვითარებაში მთავრობამ მობილიზაციისა და მართვის უნარების უმაღლესი პაკეტი შემოგვთავაზა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი წერს.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მიმართ არალოიალურად განწყობილი მოქალაქეებიც კი აღიარებენ, რომ ხელისუფლების ნაბიჯები და მათი კოორდინირებული მუშაობა, ერთმნიშვნელოვნად გასაოცარია.

„კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლებამ გამოავლინა პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტი. ამ მართლაც ურთულეს ვითარებაში მთავრობამ მობილიზაციის, თანმიმდევრულობის, რისკების შეფასებისა და მართვის უნარების უმაღლესი პაკეტი შემოგვთავაზა.

დღევანდელი ხელისუფლების მიმართ არალოიალურად განწყობილი მოქალაქეებიც კი აღიარებენ, რომ ხელისუფლების ნაბიჯები და მათი კოორდინირებული მუშაობა, ერთმნიშვნელოვნად გასაოცარია.

„ისეთი დაცულობის განცდა მაქვს, როგორც არასდროს“, „ამ ფონზე ვიგრძენი, რომ უკვე სახელმწიფო ვართ“, „ეს მთავრობა მართლა საღოლ, რა - მაგრად მუშაობენ“ - ეს იმ ფრაზების მცირე ჩამონათვალია, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მესმის.

ქვეყნის შიგნით, თუ საერთაშორისო დონეზე, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები სამაგალითოდ არის აღიარებული და ეს უდავოა.

დიახ, ჩვენმა ხელისუფლებამ, პრემიერ გახარიას ხელმძღვანელობით მოახერხა იმაზე მეტი, ვიდრე წამყვანმა განვითარებულმა ქვეყნებმა და ეს არის ფაქტი!

სამწუხაროდ, რთული პერიოდები კიდევ წინ არის და ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია და ერთიანობა.

დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ და ამ გამოწვევასაც ღირსეულად დავძლევთ“, - წერს ანდრია გვიდიანი.