მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანტიკონსტიტუციური იყო, როდესაც საქართველოს აჩვენეს, იატაკზე გართხმულ პრეზიდენტს როგორ მიათრევდნენ - ეკა ხერხეულიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით თავდებობის შესახებ ინიციატივა, დღეს დარეგისტრირდება. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მესამე პრეზიდენტს სამშობლოში ნორმალური სამედიცინო სერვისი არ მიეწოდება. 

ხერხეულიძის განცხადებით, საუბარია არა მხოლოდ ერთი პარტიის ლიდერზე, არამედ ორი ვადით არჩეულ პრეზიდენტზე. 

„მოგეხსენებათ გუშინ ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაერთიანებული ოპოზიციის თაოსნობით შუამდგომლობა დავაყენეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გათვალისწინებით მისი ქვეყნიდან გაყვანის თაობაზე, რადგან მას ადგილზე ნორმალური სამედიცინო სერვისი არ მიეწოდება. 

ეს არ გახლავთ მართლმსაჯულებაზე თავის არიდება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შუამდგომლობა. აქედან გამომდინარე, ეს არ არის მხოლოდ ერთპარტიული ინიციატივა, ამას შეუერთდებიან როგორც სხვა ოპოზიციური პარტიის, ასევე, საზოგადოების წარმომადგენლები. 

ჩვენ არ ვსაუბრობთ ერთი პარტიის ლიდერზე, ჩვენ ვსაუბრობთ ორი ვადით არჩეულ პრეზიდენტის სიცოცხლეზე. აქედან გამომდინარე ეს არის საქვეყნო საქმე და მგონია, რომ ამ ინიციატივას ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდება. 

ინიციატივა დღეს დარეგისტრირდება და ჩვენი ფრაქციის სახელით იუსტიციის მინისტრს გაეგზავნება. ანტიკონსტიტუციური გახლდათ ის პოზიცია, როდესაც საქართველოს აჩვენეს იატაკზე გართხმულ პრეზიდენტს როგორ მიათრევდნენ, სწორედ ეს იყო ანტიკონსტიტუციური, ეს იყო ნებისმიერი მოქალაქისთვის კონსტიტუციის თავზე დახევა. 

თუ ახლა ასეთ საკითხებზე ვილაპარაკებთ, რა იყო ანტიკონსტიტუციური და კონსტიტუციური, უამრავი რამ შემიძლია ვთქვა. როდესაც ადამიანი იმსახურებდა ღირსეულ მკურნალობას და გადაიყვანეს სამხეცეში, იქ სადაც კიდევ უფრო დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

საზოგადოებამ კარგად იცის რატი ბრეგაძე ბევრად უფრო პირნათელია თუ ჩვენ და თავად მიხეილ სააკაშვილი“, - აცხადებს „მთავართან“ საუბარში ეკა ხერხეულიძე. 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.

🔴 მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით 5 პირობას აყენებს

🔴 ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში - ედუარდ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

🔴 „ნებისმიერი  სახის კვლევა კეთდება ჩვენს კლინიკაში“ - კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი