მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არ გამოსდის ამ ადამიანს შუამავლობა და ხომ უნდა მიხვდეს! - მაჭარაშვილი  საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

„პრეზიდენტის  განცხადებები დეპოლარიზაციის ნაცვლად, პოლარიზაციას უწყობს ხელს“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მმართველი გუნდის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, პრეზიდენტს შუამავლობა არ გამოსდის.

„არ გამოსდის ამ ადამიანს შუამავლობა და ხომ უნდა მიხვდეს, რომ წელიწადზე მეტია, ჩვენ მზად ვიყავით რომ რაღაც პროცესი დაწყებულიყო, მაგრამ არ გამოსდის, არავინ არ უჯერებს, თუკი არ აწყობს რადიკალურ ოპოზიციას მისი განცხადება, მას არ უჯერებს, თუ აწყობს მერე მასზე პირიქით პოლარიზებას მიმართავს ხოლმე და ა.შ.

სამწუხაროდ, ჩვენ რასაც ვხედავთ, ბოლო დროს მისი განცხადებები დეპოლარიზაციის ნაცვლად, პოლარიზაციას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარეობს ჩვენი პოზიცია რომ ჯობია ჩვენ ყველამ ჩვენ-ჩვენი ფუნქცია შევასრულოთ. სწორედ ეს მიდგომა იქნება დეპოლარიზაციისთვის ხელის შემწყობი“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „თუ შენს პარტნიორებს შორდები, ავტომატურად რუსულ კალათაში ვარდები“ - მიხეილ დაუშვილი

👉 „ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია“ - ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებზე

👉 „საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში ვერ ერკვევა“ - რატი იონათამიშვილი

👉 „საოცრად დიდი უპატივცემულობა“ - კელი დეგნანი

👉 საქართველო და ევროპა არასოდეს უნდა დაშორდნენ ერთმანეთს, არავის მისცეთ ამის უფლება! - ჰუბერტ კნირში