მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ გვინდა ილუზია შევქმნათ, რომ სასამართლო სააკაშვილთან მიმართებით მიუკერძოებელი იქნება“ - საძაგლიშვილი

ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მათ არ აქვთ ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სააკაშვილთან დაკავშირებით მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

როგორც სააკაშვილთან შეხვედრამდე საძაგლიშვილმა მედიას განუცხადა, მესამე პრეზიდენტთან შეხვედრაზე 29 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესსა და მომავალში დაგეგმილ სხდომებთან დაკავშირებით ისაუბრებს. 

სააკაშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ ობიექტური სასამართლოს მოლოდინი არავის აქვს, თუმცა ეს არის შანსის გამოყენება. 

„ბუნებრივია გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ვისაუბრებთ ვინაიდან არ მქონია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა სხდომის შემდეგ. ასევე შევეხებით მომავალში გასამართ სასამართლო პროცესებს და ვიმედოვნებთ, რომ აქაც შესაძლებლობა მიეცემა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მონაწილეობა მიიღოს განხილვაში და უსამართლო სასამართლოს უფლებით მაინც ისარგებლოს. 

არ გვინდა შევქმნათ ილუზია, რომ სასამართლოსგან რაიმეს ველოდებით და სასამართლომ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი მიიღოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელიც რეალურად არის ტყვე. მიუხედავად ამისა მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობა მას გუშინ ჰქონდა. ამიტომ, ბუნებრივია ის მომავალ სასამართლო სხდომაზე მონაწილეობას მიიღებს. მოლოდინი ობიექტურ სასამართლოზე არ არის, თუმცა ეს არის შანსის გამოყენება“, - განუცხადა „მთავარს“ საძაგლიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. 

ამავე თემაზე: 

🔴 „საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴  „სააკაშვილმა თავის თავზე დაინახა, რა საშინელებაა მართული სასამართლო და პროკურატურა“ - ნინო ბურჯანაძე

🔴 „მე არ უნდა ვიჯდე ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე ამ დახურულ სივრცეს“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴  „გირგვლიანის საქმე არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის, პიარისთვის დაარქვეს“ - სააკაშვილი

🔴 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“ - სააკაშვილი