პოლიტიკა

„არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ“ - ბესელია

საქართველოს პარლამენტის წევრი 2020
1634200006
დაკოპირებულია

„ჩემი დასჯა გადაწყვიტა სააკაშვილმა და მერაბიშვილმა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს პროფესიაზე უარი ვთქვი, დროებით ქუჩაში გამოვედი თავისუფლების და სამართლიანობისთვის“, - ასე გამოეხმაურა პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების საკითხს.

როგორც ბესელია სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს, დღეს სააკაშვილს ისინი ამუნათებენ ყველაზე მეტად, ვინც ბრძოლაში არ უნახავს.

ამასთან, ბესელიას თქმით, სააკაშვილმა შურისძიების მიზნით მისი უდანაშაულო ძმა და სკოლის მოსწავლე ძმა დააპატიმრა, შემდეგ კი მძევლად ამყოფა.

„ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა და თან დღეს ... მე მომწონს ეს შინაგანი თავისუფლება, რომელიც წლების ბრძოლით მოვიპოვე და ასევე ბრძოლით შევინარჩუნე და ამიტომაც დავწერ ისე როგორც ვფიქრობ
სააკაშვილზე …

რასაკვირველია მახსოვს როგორი ტანჯვის გზა გამატარა, როდესაც ჩემი უდანაშაულო ძმა და სკოლის მოსწავლე შვილი დააპატიმრა და ჩემთან შურისძიების გამო მძევლად ამყოფა … მთელი ორი წელი გაგრძელდა ჩემი და ჩემი ოჯახის ენით აღუწერელი წამება …. და ჩემი დასჯა გადაწყვიტა მან და მერაბიშვილმა მხოლოდ იმიტომ რომ ჩემს პროფესიაზე უარი ვთქვი დროებით და ქუჩაში გამოვედი თავისუფლების და სამართლიანობისთვის….

მე პირადად არანაირი პრობლემა არ მქონდა იმათგან განსხვავებით ვისაც როცა შეეხნენ, მაშინ ამოიღეს ხმა …
მე სხვათა დასაცავად გამოვედი ქუჩაში და …ამის მერე შური ჩემს ოჯახზე იძია და ამით დამსაჯა , მაგრამ ვერ გაგვტეხა … ერთი დღე არ შეგვიწყვეტია ბრძოლა და არც კომპრომისზე წავსულვართ! ვიდექი წლები ტყვიების ზუზუნში, ყველა დარბევის დროს , სიცივესა თუ უიმედობაში, მაგრამ ფეხი არ მომიცვლია….არ შემშინებია ….
სასტიკად გამომცადა იმ ხელისუფლებამ!

ბიძინამ რომ მთხოვა - მჭირდები და ერთად ვიბრძოლოთო - პირველი რაც ვუთხარი: მე მხოლოდ სამართლიანობისთვის ვიბრძვი და თავისუფალი სასამართლო უნდა იყოს ამ ქვეყანაში როცა მოხვალ მეთქი!
იგივე გზას დაადგა თავადაც და „ოცნებაც“ და რასაკვირველია უარი ვთქვი მათზეც და ყველაფერზე ….
ამათაც სასტიკად გამომცადეს … მორალური ზღვარი წაიშალა ….

დღეს სააკაშვილს ისინი ამუნათებენ ყველაზე მეტად, ვინც ბრძოლაში არ მინახავს და ზარქუები, კობახიძე - მათიკაშვილები ისე იმალებოდნენ , საკუთარ თავს ვერ პოულობდნენ. ხელისუფლებაში 7 წელი თანამდებობაც მქონდა და გავლენაც და არასოდეს, არასოდეს მიცდია ჩემი ოჯახის ამწიოკებელ დავალების შემსრულებელ გამომძიებელ, პროკურორ, მოსამართლეებს ( ღირსნი კი იყვნენ) მივბრუნებოდი და პასუხი მომეთხოვა ….

არ მივეცი ჩემს თავს ამის უფლება ჩემი შინაგანი ეთიკის გამო …. არც შურისძიება შემიძლია ….

და აღმოვაჩინე ისევ , ჩემს თავში , რომ მიუხედავად იმისა , არასოდეს დამავიწყდება ის სისასტიკე რაც ჩაიდინეს ჩემს მიმართ - არა მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი , მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ!
ნურავინ დამიწყებთ აქ მორალისტობას, განსაკუთრებით ისინი , მეასედი რომ არ გაგივლიათ იმ განსაცდელის და ტკივილის რაც გავიარე!

მე ჩემს თავში აღმოჩენილი შინაგანი ემპათია და ადამიანური განცდა მომეწონა სიკვდილის წინაშე მყოფი
თუნდაც ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ადამიანის მიმართ რომ გამაჩნია!

არ მომეწონებოდა ეს რომ არ დამენახა და არ ვაპირებ კეკლუცობას ამ თემაზე ! მზარავს ის ადამიანები, რომლებიც ქირქილებენ სხვის განსაცდელზე და სიცოცხლეზე! არაფერი მოუცია უფალს სიცოცხლეზე დიდი და თუ შენდობაც და მიტევებაც შეძელი - თავად ხარ ადამიანი“, - აცხადებს ეკა ბესელია.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.

14 ოქტომბერს, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება

⭕ „მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტს, ჩემს შვილს შეცდომები არ დაუშვია“ - გიული ალასანია (ვიდეო)

⭕ „ვნანობ, რომ უკრაინას ასეთი პრეზიდენტი არ ჰყავდა“ - ექიმი კომაროვსკი სააკაშვილზე (ვიდეო)

⭕ „მწვანილით დატვირთული მანქანით რომ შემოიპარები, შეურაცხყოფას აყენებ სახელმწიფოს“ - ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი

„იმედი მქონდა, „სამართლიანობის ელფერისთვის“ ნაწილობრივ მაინც დატოვებდნ...

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. თბილისის საქალაქო სასამართლომ  სრულად გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება  სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან მიმართებით.
„არ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა“, - ამის შესახებ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა „მთავარი“  არხის ეთერში განაცხადა.
1642432706
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, თუ რატომ არ ღირს, ადამიანებს „ომიკრონი“ დაემართოს.
1642399309
პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბილეთები არ გაიყიდება ფართო საზოგადოებაზე, არამედ დარიგდება მიზანმიმართულ ჯგუფებზე, - ამის შესახებ ორგანიზატორებმა განაცხადეს. 
1642436624
„რა ხდება, რა ამბავი ატეხეს, ლექსის ქურდი, ქურდი არ არის? მან ვინც არ იცის ანა კალანდაძის შემოქმედება, უნდა იფიქროს რომ ის ორი ლექსი, რომელიც ელენე ბაქრაძემ (დარიანი) მიისაკუთრა, ლაშა ბაქრაძის დახმარებით, მისია? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“ - ასე ეხმიანება faceebok-ის მომხმარებელი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, კულტურის სამინისტროს ანა კალანდაძის ლექსის სხვა ავტორზე მიკუთვნებასთან დაკავშირებით განცხადების გავრცელებას. 
1642435887
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი Pia.ge

ლევან ნიკოლეიშვილი: ადვოკატებად სახეშეცვლილები, რეალურად კი სააკაშვილთ...

„კარგად დავფიქრდეთ ვის და რატომ აწყობს არეულობა საქართველოში, ხოლო სად აურევენ ჯერ და სად გააგრძელებენ მერე, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ზურაბ ქადაგიძის ვრცელ პოსტს სასამართლოში მიმდინარე პროცესების შესახებ. 
იყავით გამბედავები და ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ - ნავალნი რუსეთის მოსახ...
რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მან ქვეყნის მოსახლეობას მიმართა. ინფორმაციას charter97.org ავრცელებს. 
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, საქართველოში მასშტაბური ავარიის შე...
„ტვ პირველის მიერ გავრცელებული ვიდეო საქართველოში მასშტაბური ავარიის შესახებ სინამდვილეში რუსეთში, კიროვის ოლქში მოხდა“ - ექსპერტი ამირან სალუქვაძე ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, თითქოს მასშტაბური ავარია ქუთაისი-ბათუმის ავტობანზე მოხდა, სოციალურ ქსელში ეხმიანება. 
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.