მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არ შეიძლება ასრულებდე უკანონო დავალებებს, ასამარებდე ქვეყანაში დემოკრატიას და გინდოდეს ამერიკისგან სასწავლო ვიზიტების დაფინანსება - დიტო საძაგლიშვილი

ადვოკატი და იურისტი

„ძალიან კარგია, რომ ლაშა ჩხიკვაძე ამოიღეს ამერიკაში სასწავლო ვიზიტით წამსვლელ პირთა სიიდან, არ შეიძლება ასრულებდე უკანონო დავალებებს და ასამარებდე ქვეყანაში დემოკრატიას“, - ამის შესახებ იურისტმა და ადვოკატმა დიტო  საძაგლიშვილმა, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

არ შეიძლება ასრულებდე უკანონო დავალებებს, ასამარებდე ქვეყანაში დემოკრატიას და გინდოდეს ევროპისგან და ამერიკისგან სასწავლო ვიზიტების დაფინანსება

დიტო საძაგლიშვილის თქმით, ამ განცხადების მიზანი სტრატეგიული პარტნიორების შანტაჟია. 

„ძალიან კარგია, რომ ლაშა ჩხიკვაძე ამოიღეს ამერიკაში სასწავლო ვიზიტით წამსვლელ პირთა სიიდან. იმიტომ, რომ არ შეიძლება ერთი მხრივ, ასრულებდე უკანონო დავალებებს, ასამარებდე ქვეყანაში დემოკრატიას და მეორე მხრივ,  გინდოდეს ევროპისგან და ამერიკისგან სასწავლო ვიზიტების დაფინანსება.

ამ განცხადების მიზანი არის ძალიან მარტივი, ეს არის გაგრძელება „ქართული ოცნების“ შანტაჟის კამპანიის, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს დასავლელი პარტნიორები დააშანტაჟონ და უთხრან, ისინი არ უნდა ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში. მაშინ როდესაც, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოში მხარს უჭერენ დემოკრატიის განმტკიცებას და დამარწმუნებელი ვარ ასეც გააგრძელებენ“, - აცხადებს იურისტი დიტო საძაგლიშვილი.

ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „მთავარი“ არხის დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო განხილვის შედეგის გამო ზოგიერთი პოლიტიკური ძალა სანქციებით ემუქრება.

ჩხიკვაძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 აშშ-ის ელჩი ვალდებულია, ასეთ საგანგაშო მიდგომასთან დაკავშირებით, რაზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, გააკეთოს ნათელი განმარტებები, რომ საზოგადოებამ იცოდეს რასთან გვაქვს საქმე - დიმიტრი ხუნდაძე

👉 მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას - თეა წულუკიანი

👉 ამ საკითხზე აშშ-ის საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს - გურამ მაჭარაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე