მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ ვიცი, ლევანი რას ეყრდნობა, როცა ასეთ აქციას აანონსებს... სააკაშვილის სურვილია, პოლიტიკური ინტერესებიდან იყოს დისტანცირებული“ - ეკა ხერხეულიძე ლევან ხაბეიშვილის აქციაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკა ხერხეულიძე თანაპარტიელის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქცია დააანონსა.

„მე ყველა აქტივობას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მივესალმები. ცხადია, ეს არის გზა, სადაც ჩვენ ვაპროტესტებთ მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობას და პატიმრობას, მაგრამ ჩემი დღევანდელი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არცერთ შემთხვევაში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, იმიტომ, რომ ეს არ მომდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან.

მისი სურვილია, ის პოლიტიკური ინტერესებიდან იყოს დისტანცირებული. მე ლევანთან არ მქონია კომუნიკაცია, ლევანმა წუხელ გვიან გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. მე დარწმუნებული ვარ, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც გუშინ ჩვენ ყველამ ერთად გავიგეთ და იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც მე დღეს აქ ვნახე, ამ ემოციების ფონზე გაკეთდა, იმ წუხილის ფონზე გაკეთდა, რაც ყველას გვაქვს და მე არ ვიცი, ლევანი სხვას რას ეყრდნობა, როცა ასეთ აქციას აანონსებს“, - განაცხადა ხერხეულიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „სულ უფრო სუსტდება, 2 თვის წინ ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, ახლა წევს“ - მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე

👉 „არის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ის, რაც უკრაინას სჭირდება, მაგრამ არ აპირებენ მის მიწოდებას პოლიტიკური მიზეზების გამო“ - დმიტრო კულება

👉 „ამიტომაც არის, რომან გოცირიძეს წნევა რომ აწუხებს და დარბის, თორემ ჯანმრთელი კაცი შემოვიდა პარლამენტში“ - ირაკლი ზარქუა „ნაცმოძრაობას“

👉 ირანი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ოჯახის წევრებს წამებით დაემუქრა - CNN

👉 საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს - ამინდი 3 დეკემბრამდე