მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია ამ პირობებში“ - დიტო საძაგლიშვილი

გიორგი გაბუნიას ადვოკატი

„მხოლოდ შიმშილობის გამო არ არის საჭირო მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია“, - ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა  გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სისასტიკის მსხვერპლია. 

„გრძელდება რეაბილიტაციის პროცესი. ყველას გვესმის, რომ ეს პროცესი არ იქნება მარტივი და ხანმოკლე. მხოლოდ  შიმშილობის გამო არ არის საჭირო სააკაშვილის რეაბილიტაცია, ის გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. მათ მიერ გავრცელებული კადრებითაც კი დასტურდება მისდამი სასტიკი მოპყრობა. დღეს მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა ავლიპ ზურაბიშვილის შვილიშვილი, პროფესორი დავით ზურაბიშვილი და ეს პროცესი გაგრძელდება მკურნალობის და არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იქნება, იმ პირობებში, რა პირობებშიც სააკაშვილი იმყოფება, მისი სრული რეაბილიტაცია, იმის გათვალისწინებით, რომ არ ეძლევა მას თავისუფლებაზე მკურნალობის შესაძლებლობა“, - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა. 

დიტო საძაგლიშვილი პროკურორის მიერ ჰილარი კლინტონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. 

„რედბული“ რომ ჰილარი კლინტონმა დალია, ამის მტკიცებულებას ითხოვდა პროკურორი, სასაცილოა უბრალოდ, იმდენად სამარცხვინო და აბსურდული ბრალდება აქვს წარდგენილი მიხეილ სააკაშვილს“, - აღნიშნავს ადვოკატი. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი

 სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება - ალეკო ელისაშვილი

⚫ „სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხვალინდელი დღისთვის მზადაა“ - ნინო გოგორიშვილი

⚫ „ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა, არის არტერიული წნევის მერყეობა, ასთენია და კომბინაციის პრობლემები“ - მარიამ ჯიშკარიანი