მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი“ - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატების მიერ ნარკოტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თავის გადამრჩენელს ექსპრემიერ გიორგი გახარიას სოლიდარობა გამოუცხადა“.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა საჯარო პირს და პოლიტიკოსს, რომელსაც ქვეყნის მართვაზე აქვს პრეტენზია, პირდაპირი ვალდებულება უნდა ჰქონდეს, რომ ნარკოტესტი ჩააბაროს.

ამ კონტექსტზე ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის დღესაც არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეს კარგად ჩანს მისი Live ჩართვებიდან.

„პოლიტიკური სოლიდარობა შეიძლება ეს დავარქვათ, რომელიც ნიკა მელიამ თავის გადამრჩენელს, გახარიას გამოუცხადა. ალბათ, ასე შეიძლება, რომ მოინათლოს, არ მაინტერესებს ნამდვილად. იმიტომ რომ ადამიანი თუ მართლაც არაფერს მალავ, რა პრობლემაა ნარკოტესტის ჩაბარება? ნარკოტესტის ჩაბარება არის ძალიან ელემენტარული და ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს არის ვალდებულება ყველა საჯარო მოხელის და პოლიტიკოსის, ვისაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვაზე.

ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის სააკაშვილი, რომელიც დღესაც არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი და მისი ეს ლაივ-ჩართვები არის ამის დამადასტურებელი, იმისდა მიხედვით, რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს და ხან უკლებს. ეს ძალიან მარტივი ასახსნელია“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ინფორმაციისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ნარკოტესტს საზვარგარეთ ჩააბარებს, რადგან მას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან პროვოკაციის შესახებ უტყუარი ინფორმაცია აქვს.

ამავე თემაზე:

🔴 „სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან პროვოკაციის შესახებ უტყუარი ინფორმაცია გვაქვს“ - გახარია

🔴 თმის ღერით ნარკოლოგიური კვლევის ჩასატარებლად ყველა ტექნიკური შესაძლებლობა გვაქვს, თუმცა, ეს მეთოდი ყველაზე ნაკლებ ინფორმაციულად ითვლება - სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო