მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არანაირი თანამდებობის სურვილი არ მამოძრავებს, უნდა მოვიდეს ლიდერების ახალი თაობა“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

ორბელიანების სასახლესთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა შეკრებილ ხალხს ექსპრეზიდენტის მორიგი მიმართვა წაუკითხა. 

მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მას არანაირი თანამდებობა არ სურს. 

„მივმართავ ყველას, ვისაც ვაწყენინე, ვისაც დავეხმარე, ვინც მეთანხმება და ვისთვისაც მიუღებელია ჩემი იდეები.  ჩვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ ცალკე აღებულ სიცოცხლეზე არ ვსაუბრობთ, რომელიც აქ ჩამოსვლით ფაქტობრივად გადავდე ჩემი ქვეყნისთვის, ჩვენ, ჩემი მოკრძალებული აზრით, უნდა ვისაუბროთ თავისუფლებაზე, თავისუფალ არჩევნებზე, სასამართლოზე, პროკურატურაზე, მედიაზე და ზოგადად ძალადობისგან თავისუფლებაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს 5 შეთავსება არამხოლოდ შეთავსებადია ქვეყნის სწრაფ მოდერნიზაციასთან ეკონომიკის განვითარებასთან, არამედ ხელს უწყობს მათ. როგორ მივაღწიოთ ამ ყველაფერს? ჩვენ გვჭირდება საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია და მრგვალი მაგიდა ხელისუფლების გადანაწილებასა და არჩევნებამდე მისვლისთვის.

აუცილებელია თითოეულმა ჩვენგანმა ვესაუბროთ ახალგაზრდებს და ავუხსნათ მათ ბევრი რამ. აქვე მინდა გავიმეორო, რომ არანაირი თანამდებობის სურვილი არ მამოძრავებს. თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი რჩევა და გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარებ, როგორც ვუზიარებდი მთელი ეს წლები უკრაინის, ალბანეთისა და შუა აზიის მთავრობებს. უნდა მოვიდეს ლიდერების სრულიად ახალი თაობა, მე დავკავდები ინვესტიციების მოზიდვით ლაზიკაში და განათლებაში. 

დღეს ძალიან ბევრი ნიჭიერი, გენიალური ადამიანი შეიკრიბა ორბელიანის სასახლესთან. თქვენი მაგალითი მნიშვნელოვანია და მეტი ადამიანი შემოგიერთდებათ, რადგან თქვენ გამოძრავებთ კეთილშობილური მოტივები, სიყვარული, ღირსება და სიამაყე. თქვენ მტრის მიერ ჩაგრული ქართველი ერისა და მისი სახელმწიფოს საქმეებში გაიმარჯვებთ და მე ვფიქრობ, რომ წამმზომი ჩართულია და ბევრი დრო არ გრჩებათ. წარმატებები თქვენ და მთელ საქართველოს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

თბილისში, ორბელიანების სასახლესთან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით აქცია იმართება

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „სალომე ზურაბიშვილმა არაფერი არ უნდა გააკეთოს, ისე მოიქცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის“ - ხიდაშელი სააკაშვილის შეწყალებაზე

⚫ „9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი