მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არაორდინარულ მდგომარეობაში ვართ და სერიოზული მსჯელობა იმაზე თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, არასერიოზულია - ზურაბ ჯაფარიძე რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლაზე

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველის ეთერში“ კრემლის ლიდერის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არაორდინარულ მდგომარეობაშია და შესაბამისად მსჯელობა იმაზე, რომ ხელისუფლება რამეს გააკეთებს, არასერიოზულია. 

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არსებული ხელისუფლების პირობებში, თუნდაც უსაფრთხოების თვალსაზრისით რამე ქმედების განხორციელება შეუძლებელია. 

ჯაფარიძე ამბობს, რომ სწორედ ქართული უსაფრთხოების სამსახურები დაკავებული იყვნენ რუსეთიდან შემომსვლელი ადამიანების ე.წ. ბეგრაუნდჩეკით. 

„არ მჯერა, რომ როცა უსაფრთხოების კუთხით შევხედავთ სიტუაციას, ამ ხელისუფლების პირობებში რამის გაკეთება შესაძლებელია. უსაფრთხოების სამსახურები დაკავებული უნდა იყვნენ ამ ადამიანების ე.წ. ბეგრაუნდჩეკით და უნდა ეცნობოდნენ, ხომ არ წარმოადგენენ ისინი ქვეყნის ინტერესებისთვის საფრთხეს. 

ამ ხელისუფლების პირობებში ეს ყველაფერი გამორიცხულია, ამიტომ არ უნდა გვქონდეს რაიმე ილუზიები, რომ რასაც ახლა მოვითხოვთ, გაკეთდება. ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, რაც არის ყველაზე რეალისტური ამ ხელისუფლების პირობებში, არის ის, რომ თვითონ კრემლმა თუ გადაწყვიტა,

მას ეს ხალხი დასამობილიზებლად სჭირდება და არ უნდა გაუშვას გარეთ, ამ მესიჯს გამოუგზავნიან „ქართულ ოცნებას“, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ჩაკეტავს საზღვარს და ამ ხალხს არ შემოუშვებს. 

სხვა შემთხვევაში არანაირ ქმედით ზომებზე საუბარი აქ არ იქნება. ხაზი მინდა გავუსვა, რომ არ ვარ იმის მომხრე, ადამიანებს, რომლებიც სიკვდილს გაურბიან, საზღვარი ჩავუკეტოთ. ჩვენ არ ვართ ნორმალურ მდგომარეობაში, არანორმალურ ვითარებაში ვართ. არ გვყავს ნორმალური ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს იცავს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ. 

მისივე თქმით, ჩამოშლილია უსაფრთხოების სისტემა, ხოლო სუსი ჟურნალისტებს, პოლიტიკურ პარტიებს უთვალთვალებს და უსმენს. 

„ჩამოშლილია ზოგადად უსაფრთხოების სისტემები. უსაფრთხოების სისტემები და სუსი მუშაობს იმაზე, რომ პოლიტიკურ პარტიებს უთვალთვალოს და შეაგროვოს მონაცემები და ამით არიან დაკავებული ყველა იმ ადამიანზე, ვისაც რაიმე გავლენა აქვს ან მომავალში შეიძლება რაიმე გავლენა ჰქონდეს. საერთოდ არანაირი ყურადღება არ არის იმაზე, რას აკეთებს რუსეთი საქართველოში ან თუ რამე ყურადღება არის, პირიქით ხელს უწყობენ, ხელი რომ შეუშალონ, რუსეთის გაღიზიანება იქნება.

რუსეთის გაღიზიანება გადადის იდიოტურ კითხვაში „აბა ომი გინდათ“? ეს არის რეალობა, რომელშიც ვართ და თავი არ უნდა მოვიტყუოთ. არაორდინარულ მდგომარეობაში ვართ და სერიოზული მსჯელობა იმაზე, რომ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, თავისთავად არასერიოზულია. იმიტომ რომ უზურპატორი ხელისუფლება გვყავს, რომელიც  რუსეთს ემორჩილება და არ აღიზიანებს“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. 

ამავე თემაზე: 

✔️ „ასეთი „ოცნება“ არასდროს მქონია, მოვკვდე უცხო მიწაზე“ - რას ამბობენ რიგითი რუსები პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციაზე?

✔️ პუტინს იმედი აქვს, რომ უკრაინის რეგიონების ანექსია წარმატების მომტანი იქნება და შემდეგ მუქარა - „ამათ თუ შეეხები ბირთვულ იარაღს გამოვიყენებ“ - სერგი კაპანაძე

✔️ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

✔️ ბელარუსში ამბობენ, რომ მობილიზაცია არ სჭირდებათ, რადგან უკვე მობილიზებულები არიან

✔️ „ყოვლისმომცველი პროგრამა რუსების უტილიზაციისთვის“ - დანილოვი პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციაზე