
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ევრორეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ოპოზიციის არ მონაწილეობაზე საუბრობს. მისი თქმით, მაშინ ოპოზიციამ გულახდილად უნდა თქვას, რომ გეგმავს რევოლუციას, რომელიც კიდევ ერთხელ არ გამოუვათ.
„არის ორი გზა - ერთია, როცა ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ზიხარ მმართველ პარტიასთან ერთად და მუშაობ ამ 12 პუნქტზე - რაღაცას შეაცვლევინებ ან ვერ შეაცვლევინებ. თუ ვერაფერს შეაცვლევინებ, ბოლოს გამოდიხარ და ამბობ - არა, ამათგან არაფერი გამოვიდა, ფეხს არ უცვლიან არცერთ საკითხს. მეორე გზაა, როდესაც არაფერში არ მონაწილეობ, იძახი, რომ ამათგან მაინც არაფერი გამოვა და არაფერს შეცვლიან. მერე რა? ეს მაინტერესებს სულ. მე ყოველთვის შევდივარ იმ პროცესში, სადაც გეგმას, პროცესს და შედეგს ვხედავ. მე ვიცი, რომ თუ „ოცნებას“ 2 ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტს, დეოლიგარქიზაციას და სასამართლო დამოუკიდებლობას შევასრულებინებ, მაშინ გაგვეხსნება ევროპული პერსპექტივა. პროცესში რომ არ მონაწილეობ, არაფერს რომ არ აკეთებ და არ ელაპარაკები, მერე რას გეგმავ? მაშინ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები გულახდილები უნდა იყვნენ და თქვან, რომ კიდევ ერთხელ მოემზადებიან რევოლუციისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ არ გამოუვათ“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა“ - სუსი სოსო გოგაშვილზე