მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არასერიოზული და საზიანოა ნებისმიერი ჯგუფის მიერ საკუთარი თავის მთავრობად დანიშვნის იდეა - გიგა ბოკერია

ევგროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით,  დღევანდელ ვითარებაში, ლოგიკური და მიზანშეწონილია სამოქალაქო პროტესტს პარტიული კუთვნილების არ მქონე აქტიური მოქალაქეები სათავეში ჩაუდგნენ.  

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ჯერ ის ვითარება უნდა შეიქმნას, რომ რეჟიმი ძალაუფლების გარდაუვალ დათმობას შეეგუოს.

„ასევე, შესაძლებელია, ამ ფიგურების მონაწილეობით, ფართო კონსენსუსის საფუძველზე ე. წ. ტექნიკური, დროებითი მთავრობა შეიქმნას და თავისუფალი არჩევნების ჩატარება დაევალოს, მას შემდეგ, რაც საყოველთაო პროტესტი ივანიშვილის რეჟიმს მოარყევს, მაგრამ ქვეყნის მართვა, ძალაუფლების განხორციელება, ქვეყნის ტრანსფორმაცია მხოლოდ თავისუფალი არჩევნების შედეგად ამომრჩევლების მანდატის მქონე მთავრობას, ანუ დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებულ გუნდს შეუძლია“, - აცხადებს ბოკერია. 

მისი თქმით, არასერიოზული და საზიანოა, ნებისმიერი ჯგუფის მიერ, საკუთარი თავის მთავრობად დანიშვნის იდეა.

ბოკერია ამბობს, რომ ეს ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიის საფუძველს და არც საპროტესტო მოძრაობის გაფართოებას შეუწყობს ხელს.

„მოქალაქეთა ნებისმიერ ჯგუფს, ვისაც აქვს ჯანსაღი ამბიცია, რომ ქვეყნის მართვაში მიიღოს მონაწილეობა, მოუწევს ამისთვის ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვება -  პოლიტიკურ პარტიად/ერთეულად ქცევა და ხალხის დარწმუნება, რომ მათი ხედვა და უნარი სჭირდება ქვეყანას.

რაც მთავარია, ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, ჯერ ის ვითარება უნდა შევქმნათ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლების გარდაუვალ დათმობას შეეგუოს. ყველა პარტია და  აქტიური სამოქალაქო ჯგუფი სწორედ ამ ამოცანას უნდა ემსახუროს“, - დასძინა გიგა ბოკერიამ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴   არ მჯერა, რომ ოლიგარქი საკუთარ ფეხებში ცელს გამოისვამს და ოლიგარქიზაციას დაასრულებს - ზურაბ ჯაფარიძე

🔴 „ლელო“ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაზე სახალხო მოძრაობის მოთხოვნას უერთდება

🔴  ევროკომისია ამბობს „დააყენეთ ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა და იმუშავეთ“, ჩვენ ვაჩვენებთ რომ ეს არ შეგვიძლია - თენგიზ ფხალაძე

🔴  დეპოლარიზაცია პარლამენტში ვნახე და შემრცხვა, თუ ეს დეპოლარიზაცია იყო, მაშინ პოლარიზაცია რაღა ჯანდაბა არის? - ზვიად ძიძიგური

🔴  ეს იცით რას ჰგავს? როცა მაპზე უარი გვითხრეს და თქვეს მაპზე უკეთესი მივიღეთო - ვახტანგ ხმალაძე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე

🔴  კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზას დიდ დროს თუ არ დავუთმობთ და ვალდებულებებს შევასრულებთ, მაშინ პრაქტიკულად არაფერი გვაქვს დაკარგული - კახა გოგოლაშვილი