მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არავის ბრალი არაა, გარდა ჩვენი თავისა, რომ ვერ ვიყოლიეთ პრეზიდენტი, რომელსაც ესმის, რა არის საქართველოს კონსტიტუციური უფლებამოსილებები საპარლამენტო მოდელში“ - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

„რომელი პრეზიდენტიც კი გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით და ბევრი არ გვყოლია ჯერ საპარლამენტო მოდელში, ყველას აქვს გარკვეული კომპლექსი და მე ამას კონსტიტუციურ კომპლექსს დავარქმევდი“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ჯერ არ ჰყოლია პრეზიდენტი, რომელსაც საპარლამენტო მოდელის მნიშვნელობა სწორად ესმის.

„დასანანია, რომ ჩვენ ჯერ არ შეგვხვედრია პრეზიდენტი, რომელმაც გაუგო საპარლამენტო მოდელს. ჩვენ ჯერ ვერ შევიძინეთ ისეთი პრეზიდენტი, ეს არავის ბრალი არ არის, გარდა ჩვენი თავისა, რომ ვერ ვიყოლიეთ ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც ესმის, თუ რა არის საქართველოს კონსტიტუციური უფლებამოსილებები ისეთ მოდელში, როგორიც საპარლამენტო მოდელია. რომელი პრეზიდენტიც კი გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით და ბევრი არ გვყოლია ჯერ საპარლამენტო მოდელში, ყველას აქვს გარკვეული კომპლექსი და მე ამას კონსტიტუციურ კომპლექსს დავარქმევდი, რადგან ისინი თავს წარმოაჩენენ კანდიდატებად და უნდათ პრეზიდენტობა, მაგრამ როდესაც ხდებიან პრეზიდენტები საპარლამენტო მოდელში, მიიჩნევენ, რომ ეს კონსტიტუცია მათ საქმიანობას გასაქანს სათანადოდ არ აძლევს. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნებოდა 2024 წლისთვის პოტენციური კანდიდატების მიმართ, თუ დააპირებთ ვინმე პრეზიდენტობას, მოდით, ჯერ წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუცია, რადგან თუ აგირჩევენ პრეზიდენტად, მერე აღარ მოგეწონოს ის უფლებამოსილებები, რომლისთვისაც იბრძოდი, რბილად რომ ვთქვა, არის უცნაური რეაქცია“, - განაცხადა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ან არ იცის, ან უნდა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ან თვითონ არის შეცდომაში შეყვანილი“ - გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილზე

👉 ოლექსი დანილოვი უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის სავარაუდო შემთხვევებზე ფაქტებს და მტკიცებულებებს ითხოვს

👉 უკრაინელებმა ლისიჩანსკის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნიდან თავდასხმა მოიგერიეს და აიძულეს რუსები, უკან დაეხიათ - სერგეი გაიდაი

👉 „ვაფასებთ აფრიკელთა დაბალანსებულ პოზიციას იმის შესახებ, რა ხდება უკრაინაში და მის გარშემო“ - სერგეი ლავროვი

👉 „რუსეთის არმიას პანიკა დაეწყო“ - მიხაილო პოდოლიაკი