მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არჩევნები ოლიმპიადა არ არის, რომ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლო“ - ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერის გუნდი არჩევნებში მესამე ადგილისთვის იბრძვის.

„იცით როგორ არის? არჩევნები ოლიმპიადა არ არის, რომ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლო. მესამე ადგილისთვის არ იბრძვიან არჩევნებში. გახარიამ ეს გადაწყვიტა და რატომ, ამაზე თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.