მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი უზრუნველყო

ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი უზრუნველყო

ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი უზრუნველყო იმ ფუნდამენტური მიმართულებებით, რომელიც თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოებს ახასიათებ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

„ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი უზრუნველყო იმ ფუნდამენტური მიმართულებებით, რომელიც თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოებს ახასიათებს:

✔️დემოკრატიის გაძლიერება (საკონსტიტუციო რეფორმა, კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები, ინსტიტუციური რეფორმები);

✔️ადამიანის უფლებების დაცვა (პენიტენციური სისტემის რეფორმა, სასამართლოს რეფორმები, მედიის თავისუფლება, ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკა);

✔️ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლება;

✔️პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა, რომელმაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები წარმატებები მოიტანა;

✔️მშვიდობის განმტკიცება და უსაფრთხოება (თავდაცვის სფეროს რეფორმები და თავსებადობა NATO-ს სტანდარტებთან, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში);

✔️სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარება (მაგისტრალური გზები, ტურიზმის ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა)“, - წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, დღეს ბიძინა ივანიშვილის წერილი გავრცელდა, სადაც ამბობს, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉„არასდროს გადავუხვევთ დემოკრატიისა და თავისუფლების გზას“- ივანიშვილი

👉 ბიძინა ივანიშვილი: ბოროტება შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება ჯერ კიდევ იგრძნობა

👉 ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა