მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე ჯო ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს

თალაკვაძე ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

„გამარჯვებას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს.

ველით აშშ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას და მზად ვართ მომავალი თანამშრომლობისთვის დემოკრატიის და პროგრესის უზრუნველსაყოფად“, - წერს არჩილ თალაკვაძე.

📌 ცნობისთვის, აშშ-ში 3 ნოემბერს გამართულ არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა მოიგო. მან საარჩევნო წარმომადგენლის 273 ხმა მიიღო, რაც არჩევნებში გამარჯვებისთვის საკმარისია.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

🔴 გიორგი გახარია ჯო ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს