პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ვგეგმავთ, არჩევნებში 40%-ზე მაღალი მხარდაჭერა მივიღოთ

პარლამენტის თავმჯდომარე, 2020
1583742701
დაკოპირებულია

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 40%-ის მოპოვებასა და მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბებას გეგმავს.

"მინდა ჩვენს მხარდამჭერებს ვუთხრა, რომ ჩვენ არასდროს ვგეგმავდით, და არცერთ არჩევნებში მიგვიღია 40%-ზე ნაკლები. რა თქმა უნდა, 2020 წლის არჩევნებშიც ვგეგმავთ, რომ მივიღოთ 40%-ზე გაცილებით მაღალი მხადაჭერა და პარლამენტში მყარი უმრავლესობა ჩამოვაყალიბოთ",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ასევე მოხდა შეთანხმება, რომ თუ 2020 წლიდან 2024 წლის ჩათვლით საჭირო გახდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ის 2020 წელს შეთანხმებული პრინციპით შედგება.

"ეს გამორიცხავს და აღარ უტოვებს შანსებს დესტრუქციულ ჯგუფებს, რომ რამენაირად კიდევ გააგრძელონ მცდელობა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა დადგეს ეჭვქვეშ",- აღნიშნა პარალემნტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.