მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არსებობს ერთი გზა, გავხდეთ სრულფასოვანი წევრი და საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ამაში თავდაჯერებული ვარ - პრეზიდენტი ევროპარლამენტს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. 

სიტყვით გამოსვლამდე სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ წარადგინა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, არამედ მას არ გააჩნია ალტერნატივა, რადგან ის ეფუძნება ღირებულებებს, ისტორიას, ჩვენს ბრძოლას, ჩვენს მისწრაფებებს და ჩვენი მომავლის ხედვას:

„ეს არის უმნიშვნელოვანესი გარდამტეხი მომენტი ჩემი ქვეყნისთვის, ეს არის როგორც პატივი, ასევე პასუხისმგებლობა. უკვე 13 წელი გავიდა გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი იდგა აქ, ამ ტრიბუნასთან და ეს არის სიმბოლური, რომ მე იმავე სულისკვეთებით ვდგავარ, რომელსაც იზიარებს ყველა ქართველი. 

ჩვენ ზოგადად ვართ ევროპული ოჯახის წევრი და ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც განსაზღვრავს მომავალს, სადაც წარსულის კულმინაცია ხდება, ეს არის მართლაც ისტორიული მომენტი საქართველოს ისტორიის მანძილზე, საქართველოს მთავრობამ, ხალხმა და 27-მა წევრმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მომავალი, თუმცა ქართველმა ხალხმა უკვე გადაწყვიტა, მე თქვენს წინაშე ვდგავარ და გადმოგცემთ ამ გზავნილს. 

ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, არამედ მას არ გააჩნია ალტერნატივა, რადგან ის ეფუძნება ღირებულებებს, ისტორიას, ჩვენს ბრძოლას, ჩვენს მისწრაფებებს და ჩვენი მომავლის ხედვას. 

მე როგორც ქვეყნის ხელმძღვანელი, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს ვაკისრებ ვალდებულებას, რომ გადადგას ნაბიჯი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. მე ასე თავდადებით განვაგრძობ ამის კეთებას, არა მხოლოდ კონსტიტუციის განხორციელების კუთხით, არამედ მორალური კუთხით იმ ადამიანების სახით, რომლებსაც 1921 წელს მოუწიათ საქართველოს დატოვება რუსეთის ოკუპაციიდან გამომდინარე. 

მინდა მივსდიო იდეალებს, რომლებსაც საქართველოს უამრავი თაობა მისდევდა თავისუფალი საქართველოს და თავისუფალი ევროპის მიმართულებით, რომელიც გახლავთ ერთადერთი გარანტია უკეთესი მომავლის თითოეული მოქალაქისათვის. 

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, სააკაშვილის დროს, მე გავაკეთე ძალიან ბევრი იმისთვის, რომ რუსეთს გაეყვანა სამხედრო ბაზები ჩემი ქვეყნიდან, მაგრამ სამი წლის შემდეგ, რუსებმა ისევ გახსნეს საომარი მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ უნდა დავამყაროთ კავშირი ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

ახლა, როდესაც პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს და ევროპის დაახლოების კუთხით, როგორც პრეზიდენტისთვის ეს არის გადამწყვეტი მომენტი ჩვენს გზაზე. ჩვენ უნდა გადავლახოთ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო გამოწვევები, რათა გავხდეთ სრული წევრი, მივაღწიოთ ევროინტეგრაციას და ამისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს, ეს გახლავთ ის, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და მე ამაში თავდაჯერებული ვარ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.