მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ტოქსიკური გახადა პოლიტიკური გარემო“ - იაგო ხვიჩია

გირჩის თავმჯდომარე

არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ტოქსიკური გახადა პოლიტიკური გარემო, დეტოქსიკაცია მხოლოდ არჩევნებს შეუძლია, დროებითი მთავრობა და სიგიჟეები ამის რეცეპტი ვერ იქნება, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, არანაირი დროებითი მთავრობა დეტოქსიკაციის რეცეპტი ვერ იქნება.

„ამ პოლიტიკურმა სპექტრმა, რომელიც ახლა არსებობს, ამ პარლამენტით და ა.შ, საკმაოდ ტოქსიკური გახადა პოლიტიკური გარემო და ჩვენ ახლა რაღაცნაირი დეტოქსიკაცია გვჭირდება, რესტარტი, რაც თავისი შინაარსით მხოლოდ არჩევნებს შეუძლია. ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალი მე არ ვიცი. ასეთი ტიპის კრიზისების განმუხტვა მხოლოდ არჩევნებს შეუძლია.

არანაირი დროებითი მთავრობა და არანაირი სიგიჟეები ამის რეცეპტი ვერ იქნება. ვინაიდან ამ ექვს თვეში არჩევნებს ვერ მოვასწრებთ, ეს ამწუთას წარმოუდგენლად ჩანს, გვჭირდება ის, რომ წინასწარ განვაცხადოთ, მომავალში როგორ არჩევნებს ჩავატარებთ, რომ ხმების მოპარვაზე არ ვართ ორიენტირებული და ვატარებთ პროპორციულ არჩევნებს ბუნებრივი ბარიერით“, - აცხადებს იაგო ხვიჩია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ოპოზიციას უნდა აწყობდეს არეულობა, საპროტესტო მუხტმა შეიძლება მოამზადოს რევოლუციური მუხტი“ - რამაზ საყვარელიძე

👉 „ვისურვებდი, რომ დღეს და ამ 6 თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

👉 „ხელისუფლებაში მყოფთა პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ თავისუფალი და ღია მედიაგარემო“ - კელი დეგნანი

👉 „ამღერდა საკრებულოების გუნდი, ამ სამ ხმას დღეს ბანი შეუერთდა, ტრიო გადაიქცა კვარტეტად“ - რომან გოცირიძე

👉 „ჩემი რეკომენდაციაა, საქმეს მიხედეთ“ - კელი დეგნანი