პოლიტიკა

ასეთი ზომები ქვეყანას ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს, მაგრამ ეს ხომ ომს მაინც ჯობია - კახა გოგოლაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნაზე

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი
1652470332
დაკოპირებულია

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მოქმედი პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მიერ რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის თარიღის დანიშვნას გამოეხმაურა

„თუ რუსეთი აღიარებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში 27 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის შედეგებს (რომელიც ვიცით როგორც დასრულდება) და გადაწყვეტს სამაჩაბლოს ანექსირებას საქართველოს პასუხი უნდა იყოს შემდეგი:

✔️  გაუქმდეს რუსეთთან სავიზო რეჟიმი 

✔️ გაუქმდეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 

✔️ აიკრძალოს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში საკუთრების შეძენა 

✔️ აიკრძალოს რუსეთის მოქალაქეებისთვის რეზიდენტობის სტატუსის მინიჭება 

✔️ აიკრძალოს მათთვის გრძელვადიანი ვიზების გაცემა 

✔️ რუსული წარმომავლობის კაპიტალს აეკრძალოს საქართველოში რეგიტრირებულ კომპანიებში საკონტროლო პაკეტის ფლობა

✔️  აიკრძალოს ქვეყანაში ნებისმიერი რუსული საინფორმაციო საშუალების მოქმედება (გარდა რეჟიმის მიმართ ღიად ოპოზიციური საშუალებებისა)

✔️ მოხდეს რუსული პროპაგანდის კრიმინალიზაცია 

✔️ აიკრძალოს რუსულ სამსახურებთან კავშირში მხილებული საზოგადოებრივი ან პოლიტიკური ორგანიზაციების და მედია საშუალებების საქმიანობა 

გასაგებია, რომ ასეთი ზომები ქვეყანას ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს, მაგრამ ეს ხომ ომს მაინც ჯობია და ნებისმიერი თავმოყვარე ერი მისი ტერიტორიის ანექსირებას უომრად არ შეეგუება. მისი მხრიდან აღნიშნული ნაბიჯის გადადგმის პრევენციის მიზნით აუცილებელია დაგეგმილი ზომების თაობაზე წინასწარ ეცნობოს რუსეთის ხელისუფლებას.სახელმწიფო ორგანოებმა კი რუსეთთან ეკონომიკური კავშირების შემცირების შედეგების პრევენციისა და ზიანის შერბილების მიზნით უნდა დაიწყონ სამოქმედო გეგმის შემუშავება“, - წერს კახა გოგოლაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე. 

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის თარიღი დანიშნა.