მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ეს წერილი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენი შეუქცევადი პარტნიორობა, სტრატეგიული თანამშრომლობა თვისობრივად მაღალ დონეზეა“ - დავით ზალკალიანი

საქართველოს კონსტრუქციული მიდგომების მიუხედავად რუსეთი დესტრუქციულ პოლიტიკას განაგრძობს

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის  წერილი არის კიდევ ერთი დასტური ორი ქვეყნის  შეუქცევადი პარტნიორობის და მნიშვნელოვანია რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა არის გამყარებული არამხოლოდ დეკლარაციებით, არამედ, კონკრეტული ქმედებებით.

„ამის ნათელი დასტურია ის, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე სხვა დასავლელი პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ იმ თანამშრომლობას, რომელიც ჩვენ გვქონდა ავღანეთში გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე 2500-ზე მეტ სამოქალაქო პირს აღმოვუჩინეთ დახმარება. ამდენივე რაოდენობის სამხედრო მოსამსახურე და ასევე შესაბამისი სამხედრო ტექნიკა იყო გაყვანილი საქართველოს ტერიტორიის გავლით და ჩვენ მივიღეთ არაერთი მხარდამჭერი და ასევე მადლიერების გამომხატველი წერილი ჩვენი სხვადასხვა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ეს წერილი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის  პარტნიორობა, სტრატეგიული თანამშრომლობა თვისობრივად მაღალ დონეზეა და რომ ის მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ზალკალიანის განცხადებით,  ამის სურვილი  არის კიდევ ერთხელ გამოხატული იმ წერილში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა ენტონი ბლინკენისგან მიიღო.