მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აუცილებელია მიხეილ სააკაშვილი მოვინახულო და პირადად მასთან გავარკვიო რა მდგომარეობაა“ - თამარ კორძაია

„პრემიერმა კონსტიტუცია დღეს თავზე გადაგვახია“

დეპუტატ თამარ კორძაიას თქმით, ხელისუფლება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მის გარშემო მყოფ პირებს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აბსოლუტურ ვაკუუმში ამყოფებს. 

როგორც სააკაშვილის მონახულებამდე კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას როგორც პარლამენტის წევრს არანაირ ინფორმაციას არ აწვდიან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდან დღემდე ინტენსიურად ვითხოვ ინფორმაციას მისი მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მე როგორც პარლამენტის წევრსაც კი არანაირ ინფორმაციას არ მაწვდიან. ამიტომ, ვფიქრობ აუცილებელია, რომ მოვინახულო და პირადად მასთან გავარკვიო რა მდგომარეობაა, რადგან ეს ხელისუფლება ცდილობს აბსოლუტურ ვაკუუმში ამყოფოს როგორ მიხეილ სააკაშვილი, ასევე, გარეშე მყოფი პირები,“ - აცხადებს კორძაია. 

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉  „თითზე გადასახვევი არ წამიღია ქვეყნიდან, ყველაფერი გავაკეთე და ახლა ჩემს თვალწინ ინგრევა“ - სააკაშვილი

👉  „დავტოვე პენსია - 90 დოლარი, 10 წლის თავზე პენსია არის 77 დოლარი“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ, რა, უკვე ვეღარ ასამართლებთ?“ - მიხეილ სააკაშვილი