მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბატონო მიხეილ, ბედნიერი კაცი ხართ, ათასობით ადამიანს უყვარხართ და ცრემლი აქვთ მომდგარი თვალზე“ - ანზორ მელია

ანზორ მელია

„ბატონო მიხეილ, ბედნიერი კაცი ხართ ათასობით ადამიანს უყვარხართ და ცრემლი აქვთ მომდგარი თვალზე. თქვენ ხართ გმირი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა, გამაგრდით, მთელი საქართველო თქვენს გვერდით არის“, - განაცხადა ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე.

ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიმართავს და აცხადებს, რომ გამარჯვებამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი.

„მოგესალმებით საქართველო, განსაკუთრებით კი ჩემს ზუგდიდს. მადლობა ყველაფრისათვის, იმ სიყვარულისათვის, აი, ამ ტრიბუნიდან მინდა, მივესალმო ჩვენს გმირ პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის მეგობრებთან ერთად ჭაობიდან ამოიყვანა საქართველო და შექმნა სახელმწიფო.

ბატონმა მიშამ საპყრობილიდან გამომიგზავნა წერილი, სადაც აღფრთოვანებას ვერ მალავდა ზუგდიდში ჩემი ზუგდიდელების მხარდაჭერით. მიხარია ეს და ვიგრძენი, რომ ზუგდიდელი ვარ, მიყვარს და ვუყვარვარ ჩემს ზუგდიდს.

ზუგდიდს, ისევე, როგორც საქართველოს, არასდროს არ ვუღალატებ, არ ვუღალატებ ბატონ მიხეილს, რომელმაც მაგალითი გვიჩვენა მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული ბრძოლის. ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად, იმიტომ, რომ სხვა უფლება არ გვაქვს.

ბატონო მიხეილ, მაგრად იყავით, გამაგრდით, იმიტომ, რომ ვიცი ძალიან მალე ჩვენ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✅„მე-14 დღეა შიმშილობს და მდგომარეობა დამძიმებული უნდა იყოს“ - სააკაშვილის პირადი ექიმი

✅„ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე, რიკოთზე გეახელით ლობიანს“ - ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან

✅„ღირსებად არ მიმაჩნია, ციხეში მყოფი მოშიმშილე ადამიანისათვის ფეხის დაჭერა“ - ნინო ბურჯანაძე (ვიდეო)