მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)

სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ბათუმში

ბათუმში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამომრჩევლებს 30 ოქტომბერს მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

მათი თქმით, ქვეყანას ცვლილებები სჭირდება, რომელიც სწორედ დიდი ქალაქებიდან უნდა დაიწყოს.

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ ექსპრეზიდენტს მიმართა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის მის მიერ ქვეყნისთვის გაკეთებული საქმეებისთვის ისჯება.

„მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ამ ქვეყნის ბოლო პოლიტიკური პატიმარი“, - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ბათუმის მერობისთვის „ქართული ოცნებიდან“ არჩილ ჩიქოვანი და „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძე იბრძვის.