პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: მთელი ცხოვრება ჩემი გზით ვიარე, ჩემი ღირებულებების, პრინციპების და სინდისის კარნახით. ასე იყო ბიზნესში, ასე იყო პოლიტიკაში

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი Pia.ge
1610394086
დაკოპირებულია

„ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან ეს გადაწყვეტილება, მაშინ, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა“ -  განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კითხვას პირადი ქონების საქველმოქმედო მიზნებისკენ მიმართვის უპრეცედენტო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით ქონების არანაკლებ 90%-ს, საბოლოო ჯამში, ქველმოქმედებას და საზოგადო საქმეს მოახმარს, ასეთ მასშტაბს კი ჟურნალისტის თქმით, მსოფლიო პრაქტიკა ნამდვილად არ იცნობს, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ არასდროს შეუდარებია თავი სხვა ქველმოქმედებისთვის, რომ რაღაც საშუალოსტატისტიკურ თამასაზე გაეკეთებინა სწორება.

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა გაქვს შესაძლებლობა, კერძო (პირადი) ძალისხმევით მოპოვებული მატერიალური თუ არამატერიალური კაპიტალი, ფულადი რესურსი იქნება ეს თუ საზოგადოების ნდობა და კეთილგანწყობა, საერთო, საზოგადო საქმეს მოახმარო.

„გასაკვირი და დამაბნეველი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ალბათ მათთვის არის, ვისაც სხვადასხვა მიზეზების გამო, ჯიუტად არ სურს იმის დაჯერებაც კი, რასაც საკუთარი თვალით ხედავს და რაც, სურვილის შემთხვევაში, ძალიან ადვილი გადასამოწმებელია. გარდა ამისა, მე არასოდეს შემიდარებია ჩემი თავი სხვა ქველმოქმედებისთვის, რომ რაღაც საშუალოსტატისტიკურ თამასაზე გამეკეთებინა სწორება. ასეთი დეტალიზირებული ინფორმაციაც სხვების თაობაზე, ახლა თქვენგან მესმის პირველად. ყველას თავის გზა აქვს და როგორც ქართველებს გვიყვარს თქმა, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. მე მთელი ცხოვრება ჩემი გზით ვიარე, ჩემი ღირებულებების, პრინციპების და სინდისის კარნახით. ასე იყო ბიზნესში, ასე იყო პოლიტიკაში და ასე იმ საქმეში, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. მე ჩემი არჩევანი დიდი ხნის წინ გავაკეთე და არჩევანის ერთგული ვრჩები. მიმაჩნია და მიმაჩნდა, რომ იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა გაქვს შესაძლებლობა, კერძო (პირადი) ძალისხმევით მოპოვებული მატერიალური თუ არამატერიალური კაპიტალი, ფულადი რესურსი იქნება ეს, თუ საზოგადოების ნდობა და კეთილგანწყობა, საერთო, საზოგადო საქმეს მოახმარო. ამიტომ სიტყვასიტვით შემიძლია გავიმეორო ის, რაც თქვენთან პირველ ინტერვიუში, ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის და კეკლუცის გარეშე ვთქვი - ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან ეს გადაწყვეტილება, მაშინ იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა. შედეგობრივადაც რომ შევაფასოთ, ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი და მყარი საფუძველი ჩაგვეყარა ქვეყნის შეუქცევადი, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისათვის, პოლიტიკაში შემოსვლა, ალბათ, მართლაც ყველაზე ფასეულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია“ - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

გაცნობებთ, რომ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ივანიშვილმა 11 იანვარს განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას ითხოვს“ -...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0763 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიცდღეს მოქმედებდა, 3.0794 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთანმიმართებით 0.31 თეთრი შეადგინა.
1643029759
ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი აპირებს, რომ უკრაინას 1.2 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტი შესთავაზოს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1643029419
საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ელექტროენერგიის კომუნალურ სეგმენტში პრობლემების მინიმუმამდე დაყვანისთვის. კერძოდ, დაინერგა მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემა, რითაც მოწესრიგდა მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვიანობა. როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, მრიცხველები, მთელი თბილისის მასშტაბით ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება. ახალი სისტემის ამოქმედება ნიშნავს, რომ აღარ ექნება ადგილი არასწორი საფეხურებრივი ტარიფით დარიცხვის შემთხვევებს, იმოქმედებს გადახდის სპეციალური, მორგებული ვადები პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. 
1643032164
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში მისიის ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა.
1643031889
სოფლის განვითარების სააგენტოს ლოგო

სოფლის განვითარების სააგენტო, პირველი თებერვლიდან, „საპილოტე რეგიონები...

საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - იმერეთში, კახეთში,  გურიასა  და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში,  მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის  მიზნით, დაფინანსდება  ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება. პროგრამა გულისხმობს როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას.
გურჯაანში კაცი ბრმა ტყვიას ემსხვერპლა
გურჯაანში, კოლაგის ტყეში ბრმა ტყვიას კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სანადიროდ წასული ორი პირიდან ერთ-ერთმა თანასოფლელი შემთხვევით გასროლილი ტყვიით სასიკვდილოდ დაჭრა.
პრემიერ-მინისტრმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომა გახსნა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შალვა პაპუაშვილი: დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება...
„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.