პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა არა ძალაუფლების საძიებლად, არამედ სხვის მიერ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დასაბრუნებლად - entrepreneur

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი - Pia.ge
1610399051
დაკოპირებულია

„ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, ვინც არამხოლოდ საკუთარი მატერიალური კაპიტალის 95% გაიღო უანგაროდ საზოგადო, საერთო საქმისთვის, არამედ ადამიანთან, ვინც საკუთარი სიმბოლური კაპიტალი, ანუ ხალხის ნდობა, ჯერ ქვეყნის დიქტატურისგან გათავისუფლებას მოახმარა, მერე მისი რეციდივების არდაშვებას, დღეს კი, ამ ნდობის საფუძველზე დემოკრატიული პროცედურით წარმოებულ ძალაუფლებას კვლავაც ნებაყოფლობით და კვლავაც უანგაროდ თმობს საზოგადოების სასარგებლოდ, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, პოლიტიკური ქველმოქმედების მართლაც უპრეცედენტო შემთხვევად უნდა შეფასდეს“ - წერს  ჟურნალ „entrepreneur-ის რედაქტორი გიორგი შარაშიძე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან  ექსკლუზიური ინტერვიუს ბოლოთქმაში.

როგორც შარაშიძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა არა ძალაუფლების საძიებლად, არამედ სხვის მიერ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დასაბრუნებლად.

მისივე თქმით, იგი პოლიტიკაში მოვიდა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკის ფასად, ქვეყნის წინაშე ვალის მოსახდელად და პრინციპულად არ უსარგებლია არცერთი სახელისუფლებო სიკეთით და პრივილეგიით, გარდა ერთი პრივილეგიისა, უანგაროდ ემსახურა ხალხისთვის. მოვიდა იმისთვის, რომ ამ ფრონტზეც ექველმოქმედა და დღეს ვალმოხდილი და გამარჯვებული ბრუნდება შინ.

„როგორც პუბლიკაციის დასაწყისში აღვნიშნე, ბიძინა ივანიშვილთან საუბარი 9 იანვარს შედგა. მასთან ინტერვიუზე "ჩვეულებრივი ქველმოქმედების" საკითხებზე სასაუბროდ მივედი, მაგრამ დეტალური საუბრის და, მითუფრო, მისი ვრცელი წერილის გაცნობის შემდეგ, არ მტოვებს განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილის, როგორც უდიდესი მასშტაბის ქართველი ფილანტროპის პორტრეტს ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხი აკლია: თუ ქველმოქმედების არსი - კერძო ინიციატივით და პირადი ძალისხმევით კანონიერად მოპოვებული სიკეთეების საზოგადოების სასარგებლოდ ნებაყოფლობით და უანგარო დათმობაში მდგომარეობს, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, ვინც არამხოლოდ საკუთარი მატერიალური კაპიტალის 95% გაიღო უანგაროდ საზოგადო, საერთო საქმისთვის, არამედ ადამიანთან, ვინც საკუთარი სიმბოლური კაპიტალი, ანუ ხალხის ნდობა, ჯერ ქვეყნის დიქტატურისგან გათავისუფლებას მოახმარა, მერე მისი რეციდივების არდაშვებას, დღეს კი, ამ ნდობის საფუძველზე დემოკრატიული პროცედურით წარმოებულ ძალაუფლებას კვლავაც ნებაყოფლობით და კვლავაც უანგაროდ თმობს საზოგადოების სასარგებლოდ, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, პოლიტიკური ქველმოქმედების მართლაც უპრეცედენტო შემთხვევად უნდა შეფასდეს. ყველა ნაბიჯი, რაც მან 2011 წლის ოქტომბრიდან დღემდე ქართულ პოლიტიკაში გადადგა, ამაზე მეტყველებს. იგი პოლიტიკაში მოვიდა არა ძალაუფლების საძიებლად, არამედ სხვის მიერ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დასაბრუნებლად. იგი პოლიტიკაში მოვიდა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკის ფასად, ქვეყნის წინაშე ვალის მოსახდელად და პრინციპულად არ უსარგებლია არცერთი სახელისუფლებო სიკეთით და პრივილეგიით, გარდა ერთი პრივილეგიისა, უანგაროდ ემსახურა ხალხისთვის. მოვიდა იმისთვის, რომ ამ ფრონტზეც ექველმოქმედა და დღეს ვალმოხდილი და გამარჯვებული ბრუნდება შინ” - წერს გიორგი შარაშიძე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ივანიშვილმა 11 იანვარს განაცხადა.

ბაიდენი ომიკრონზე

„ომიკრონის“ გამო აშშ ლოკდაუნს არ დაუბრუნდება - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გამო შეერთებული შტატები ლოკდაუნის დაწესებას არ აპირებს. ამის შესახებ BBC იუწყება. 
„ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანებს „დელტა“ შტამით დაავადებულთაგან განსხვავებული სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკაში იმ ექიმმა განაცხადა, რომელმაც ახალი შტამის შემთხვევები პირველმა გამოავლინა. 
1638192138
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
1638284568
ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გალა დაჯილდოება წელს მეოთხედ გაიმართა. 
1638284152
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
1638284077
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი

დავით ზალკალიანი: სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივას, რომელიც ჩვენი პრემ...

„ევროკავშირის სამ პრეზიდენტს ხვდებიან პრემიერ-მინისტრები, ევროკომისიის, ევროპის საბჭოს, ასევე, ევროპარლამენტის პრეზიდენტს და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამ ვიზიტის დიდ მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რაოდენ მაღალი მოლოდინები არის ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებით“, -  ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ასოცირებული ტრიოს ფორმატში გაიმართა.
პუტინის განცხადებით, ვერ გადაწყვიტა იყაროს თუ არა კენჭი 2024 წლის საპრ...
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მან ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა იყაროს თუ არა კენჭი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
„ნებისმიერი საგადასახადო შეღავათი წარმოშობს საგადასახადო რისკებს და გა...
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან პრემიერ-მინისტრის ინიციატივებსა და ამასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ გამოხმაურებაზე განცხადებას აკეთებს. 
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების და ფულის გათეთ...
საქართველოს პროკურატურამ თაღლითურად მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა და დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების და ფულის გათეთრების ფაქტზე დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორები დააკავა. აღნიშნულ განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.