პოლიტიკა

„ბილეთის დაჯავშნა, ჩამოსვლას არ ნიშნავს“ - ვახტანგ ძაბირაძე

„ბილეთის დაჯავშნა ჯერ კიდევ ჩამოსვლას არ ნიშნავს“
1632816747
დაკოპირებულია

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვას აფასებს და მას კიდევ ერთ პიარს უწოდებს.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ბილეთის დაჯავშნა არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად 2 ოქტომბერს ჩამოვა.

მისი თქმით, ეს არის ყოფილი პრეზიდენტის მორიგი პიარი და მეტი არაფერი.

„ბილეთის დაჯავშნა ჯერ კიდევ ჩამოსვლას არ ნიშნავს. შეიძლება რეისი გადაიდოს ან არ შესრულდეს. ამიტომ ბილეთის გამოქვეყნება, რომ ის აუცილებლად თბილისში ჩამოვა, ამას არ ნიშნავს. ამიტომ უნდა დაველოდოთ, ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ის თავის განზრახვას. დიდი მოლოდინი იმისა, რომ ჩამოვა თბილისში, არ მაქვს, კიდევ რაღაც გამოჩნდება ისეთი, რის გამოც უარს იტყვის ჩამოსვლაზე.

დიდი ალბათობით, ეს არის კიდევ ერთი პიარი და მეტი არაფერი. „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის მობილიზების მიზანი აქვს ამ განცხადებას, მაგრამ რეალურად „ქართული ოცნების“ ელექტორატის მობილიზებას მოახდენს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ბილეთების ფოტო გამოაქვეყნა.

„რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოს, რათა ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ავიღე ბილეთი“ - სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების თარიღს ასახელებს (ვიდეო)