პოლიტიკა

ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე
1679155072
დაკოპირებულია

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები. 

„სამუშაო შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები განიხილეს. საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების გარდა, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო სამუშაო გეგმებს შეეხო“, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ ფეისბუკგვერდზე.