პოლიტიკა

„ბრალდებები, რომლებიც მათ ამერიკის საელჩოს წაუყენეს, არის უაზრო შეთქმულების თეორია“ - კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ განცხადებაზე

აშშ-ის ელჩი
1660725519
დაკოპირებულია

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მის მიმართ „ხალხის ძალის“ ლიდერების ბრალდებებს ეხმაურება. 

მისი თქმით, საქართველოში არსებულ პოლარიზაციაში დასავლეთი დამნაშავე არ არის და შეერთებული შტატები, სხვა პარტნიორებთან ერთან, საქართველოს განვითარებაში დახმარებას ცდილობს. 

„მე ზუსტად არ ვიცი, თუ რას ან ვის წარმოადგენს ეს ჯგუფი ან რამდენად განსხვავდებიან მმართველი პარტიისგან, რომელიც, როგორ თავად ამბობენ, დატოვებული აქვთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის ბრალდებები, რომლებიც მათ ამერიკის საელჩოს და სხვებს წაუყენეს, არის უაზრო შეთქმულების თეორია, რომელიც არანაირი ფაქტით არ მყარდება.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ამერიკის საელჩო მუშაობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან საქართველოში და ასე ვიქცევით ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ ამ ქვეყანამ განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები, ეკონომიკა და უფრო უსაფრთხო და სტაბილური გახდეს. ნებისმიერი ბრალდება, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე ამ პოლარიზაციაში, რომელიც აქ არის, დასავლელ პარტნიორებზე ბრალის გადატანის მცდელობას წარმოადგენს, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყანას ეხმარებიან.

ეს პოლარიზაცია აქ იყო იქამდე, სანამ მე ჩამოვიდოდი და მე ვთავაზობ ქართველ ხალხს, გადახედოს წარსულს და დაინახოს, საიდან მოვიდა ეს პოლარიზაცია: გავრილოვის ღამე, არშესრულებული დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები, სწორედ აქედან მოდის პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, 16 აგვისტოს „ხალხის ძალის“ წევრებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ აშშ-ის საელჩოს ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 გამოკითხვა - როგორ შეაფასებდით კელი დეგნანის საქმიანობას საქართველოში?

👉 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ 200 ოკუპანტი გაანადგურეს

👉 უკრაინა ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს - მიხაილო პოდოლიაკი

👉 ესპანეთში ელექტროენერგიის ეკონომია დაიწყეს

👉 მექსიკის საავადმყოფოში კუბელი ექიმი მოკლეს