მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბრავო სააკაშვილი, ბრავო და ბრავო!“ - თაკო ჩარკვიანი

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე წერს. 

იგი ექსპრეზიდენტის მიერ ბადრი პატარკაციშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. 

„ბრავო სააკაშვილი, ბრავო და ბრავო! ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უმნიშვნელოვანესი პასაჟი იყო ლუკაშენკოსთან ბადრი პატარკაციშვილის ვიზიტი-ჩასვლის თემა - „პუტინმა თქვა, პატარკაციშვილი არის საქართველოს მომავალი პრეზიდენტიო“. რუსეთის „ეფესბეს“ გაკონტროლებული პატარკაციშვილი. ჩემი ოჯახის ამფეთქებელი (პატარკაციშვილის დაცვის უფროსის, რუსეთის უშიშროების პოლკოვნიკ საშა მაისურაძის მიერ). მადლობა ღმერთო სიმართლისთვის!

„ეფესბეშნიკი“ პატარკაციშვილის ზოგიერთი ენათგასხლული „მეხოტბე“ მისი ფონდის პიარ სამსახური დამენახეთ რა?! იმ „ეფესბეს“ ფულს რომ იღებდით იმ დროს ზუსტად! აი, ზუსტად იმ დროს და საქართველოს რომ ნაღმზე სვამდნენ“, - წერს თაკო ჩარკვიანი. 

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სააკაშვილის სასამართლო პროცესს ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აშუქებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „არ მოგენატრათ ქვეყნის სიამაყის განცდა და გამარჯვების ზეიმი? თუ კი, მაშინ რაც ხდება ერთად უნდა დავასრულოთ“ - სააკაშვილი

👉 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“ - სააკაშვილი

👉 გიული ალასანია შვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა

👉 „ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები“ - შსს

👉 „მიხეილ სააკაშვილის გასამართლება ისტორიული აბსურდია“ - ნიკა მელია