მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემი კონკურენტი არის ქართველი ხალხის ცხვირჩაქინდრულობა“- ანა დოლიძე (ვიდეო)

ანა დოლიძე

პარტია „ხალხისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ჟურნალისტის კითხვაზე თუ ვინ იყო მისი მთავარი კონკურენტი, უპასუხა, რომ ეს არის „ქართველი ხალხის ცხვირჩაქინდრულობა.“

ანა დოლიძე აღნიშნავს, რომ მისი მთავარი გამოწვევა საზოგადოებისათვის ცვლილებების რწმენის დაბრუნებაა.

„ქართველი ხალხი სამწუხაროდ არის დაღლილი პოლიტიკური პერიპეტიებიდან, ბოიკოტებიდან, პოლიტიკური ჭორაობებისაგან, ორპოლუსიანობიდან, იმ სტილის პოლიტიკიდან, რომელიც აქამდე გვქონდა.

ჩემი კონკურენტი არის ქართველი ხალხის ცხვირჩაქინდრულობა, ნიჰილიზმი, რომელმაც ფეხი მოიმძლავრა საზოგადოებაში. ჩემთვის ამ ეტაპზე გამოწვევაა ქართველებს ცვლილებებისა და ბრძოლის რწმენა გავუღვივო“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„როგორც ქალს მანიშნეს, რომ ჩემი ადგილი მამაკაცთა შორის არ არის“ - ანა დოლიძე