პოლიტიკა

ჩემი სრული მხარდაჭერა მთელ პოლიციას, ჯარს, ყველა იმ ღირსეულ ოფიცერს, რომელიც ღირსეულად ატარებს თავის მუნდირს, ვისაც სურს პარტიული მოღვაწეობა, მაშინ უნდა გაიხადოს მუნდირი და წავიდეს ამა თუ იმ პარტიაში, ეს არის ჩემი პოზიცია - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
1634821933
დაკოპირებულია

„პოლიცია და ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, რა თქმა უნდა, ყველა კანონდარღვევაზე აკეთებენ რეაგირებას, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი იყო ყოფილი პოლიციელი, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის, თუ ვინმე რაიმე დანაშაულს სჩადის, ყველა აგებს პასუხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში ყოფილი პოლიციელების დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა პოლიციისა და ჯარის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა და აღნიშნა, რომ როგორც პოლიციელები, ისე ჯარისკაცები ატარებენ მუნდირს, რომელიც ღირსეულად უნდა დაიცვან.

„ჩემი სრული მხარდაჭერა მთელ პოლიციას, ჯარს, მათ შორის ყოფილებს, ყველა იმ ღირსეულ ოფიცერს, რომელიც ღირსეულად ატარებს თავის მუნდირს. მე მქონდა შემდეგი პოლიტიკა, ვიყავი რა შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ თავდაცვის მინისტრი, ყოველთვის ვეუბნებოდი შემდეგს ჩვენს ოფიცრებს - თქვენ გაცვიათ მუნდირი და ამ მუნდირს სჭირდება ღირსეული ტარება. ვისაც სურს პარტიული მოღვაწეობა, მაშინ უნდა გაიხადოს მუნდირი და წავიდეს ამა თუ იმ პარტიაში, ეს არის ჩემი პოზიცია. რაც მალე მოხდება ლუსტრაცია და აირჩევენ პარტიულ საქმიანობას, მით უკეთესი ჩვენთვის, გაიწმინდება ჩვენი პოლიცია ასეთი ფსევდოოფიცრებისგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“

„ვაქცინირებულებში პოსტკოვიდური მდგომარეობა 50%-ით მცირდება“ - გიორგი ფ...

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა, რომელიც პოსტკოვიდურ გართულებებს ეხება. 
1638959458
მქონდა სურვილი, რომ ქვეყნის სამსახურში, რეალური საქმის კეთებაში ოპოზიციაც ჩართულიყო,  მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ შეუძლიათ, - დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.
1638966394
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების „მოდერნას“ ვაქცინასთან კომბინაცია უკეთეს იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს.
1638964103
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, გრიპის ვირუსზე და კორონავირუსის ახალ ვარიანტზე „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1638954183
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი ვაჰე ღაზარიანი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
1638971525
გირჩის თავმჯდომარე

იაგო ხვიჩია: პარლამენტში შეგვაქვს კანონპროექტი, რომ ციხიდან გამოუშვან...

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩი“ კანონპროექტი მოამზადა, რომელთან დაკავშირებითაც ჯგუფის თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ ბრიფინგი გამართა.
„პოლიტიკის განაკვეთს ეტაპობრივად მხოლოდ ინფლაციის მნიშვნელოვანი კლების...
„2021 წელს რეალური მშპ-ის 10%-იან ზრდას მოველით. ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი  შიდა მოთხოვნა იქნება“, - განაცხადა სების პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს: პატრიოტულ მიდგომას დღეს უდიდესი მნიშ...
თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკური კონკურენციის მიუხედავად, შეეცადონ, ქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. 
„2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩ...
„2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება“, - ამის შესახებ სების პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.