პოლიტიკა

„ჩემო მომავალო თბილისის მერო, დღეს აქ უნდა მდგარიყავი და შენ გამოცდა ვერ ჩააბარე“ - თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას

ჩარკვიანი და მელია
1633887889
დაკოპირებულია

„კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ „გამოცდა ვერ ჩააბარა,“ რადგან დღეს ის არ იდგა სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე.

„თბილისის მერობა გადაწყვიტე და აქ უნდა იყო, აქ უნდა ყოფილიყავი. მე შენ განზრახ აღარ დაგირეკე. აქედან მოგმართავ, ეს არის ჩემი გამოცდა შენდამი, შენს მამას თბილის ქალაქში 100-იანზე აქვს გამოცდა ჩაბარებული, შენ ჯერ არ ჩაგიბარებია.

მინდა, რომ 30 ოქტომბრამდე მაგრად ჩააბარო, თორემ თბილისმა 2-იანის დაწერა იცის. მე გეუბნები ამას შენ - ზუსტად ისე მინდა ჩააბარო გამოცდა, როგორც უმაგრესმა ანზორ მელიამ ჩააბარა ეს გამოცდა თბილისელებთანაც, ზუგდიდელებთანაც და მთელ საქართველოსთან.

და მაინც, პრევენციულად გეუბნები ამ შენიშვნას - შენ, ჩემო მომავალო თბილისის მერო, დღეს აი აქ უნდა მდგარიყავი და შენ გამოცდა ვერ ჩააბარე, მაგრამ მე 14 ოქტომბერს აუცილებლად მოვალ და გასწავლი, რომ საქართველოსთვის გამოცდა რუსთაველზე ბარდება“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ინფორმაციისათვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. აქცია „სახალხო მოძრაობის“ ორგანიზებით ჩატარდა.

აქციის ორგანიზატორი, თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და ფიქრობს, რომ მის გასათავისუფლებლად ხალხმა უნდა იბრძოლოს.

იხილეთ აგრეთვე:

📣რუსთაველზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

📣„სააკაშვილის გასათავისუფლებლად გაიმართება აქცია და რუსთაველი უნდა ზანზარებდეს“ - თაკო ჩარკვიანი

📣„სააკაშვილის გასათავისუფლებლად გაიმართება აქცია და რუსთაველი უნდა ზანზარებდეს“ - თაკო ჩარკვიანი

📣„ნანგრევებში მობოდიალე გამწარებული ხალხი ვართ, ამად ვიქეცით“- თაკო ჩარკვიანი