მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემს წინასწარ გლოვას აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30 ოქტომბერს ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება “ - სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

„ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე. ჩემს წინასწარ გლოვას აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

სააკაშვილის მორიგი განცხადება მასთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს წაუკითხა.

სააკაშვილის თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია 30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების მოპოვება.

„მეგობრებო, მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს არჩევნებს. ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია.

ქვეყანა ბევრი მეთოდით უნდა შევცვალოთ და მათ შორის, უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯვა. ჩემი მხრივ, ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე. ჩემს წინასწარ გლოვას ახლა აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, - აცხადებს სააკაშვილი.

ამასთან, ნიკა გვარამიამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.

გვარამიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ აღენიშნება.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. განსაკუთრებული ცვლილებები მე პირადად ვერ შევნიშნე. მესმის, რომ ექიმები გაცილებით უფრო ყურადღებით არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში არ ღირს უტრირება ამ საკითხებით. იმიტომ რომ საზოგადოება იზაფრება გარეთ და სააკაშვილს შიგნით პროტესტი აქვს.

გუშინ უსმინა ყველაფერს, რაც ჩვენი არხის ეთერით გადიოდა და გააკეთა განცხადება. ის ძალიან აღშფოთებულია იმით, რომ მისი ჯანმრთელობის პირადი მონაცემები ქვეყნდება თანხმობის გარეშე“, - აღნიშნა გვარამიამ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა, გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა“- მიხეილ სააკაშვილის მამა

„ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა“ - მიხეილ სააკაშვილი

⭕ პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

⭕ „სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო“ - ადვოკატი