მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩხრეკას ვერ ვიხსენებ, თვითონ ამოვალაგე ჯიბიდან ნივთები, პოლიციელები ძალიან მოწიწებით მეპყრობოდნენ“ - სააკაშვილის ინტერვიუ ციხიდან

სააკაშვილი უკრაინულ გაზეთს პასუხობს

„ჩხრეკას ვერ ვიხსენებ. თვითონ ამოვალაგე ჯიბიდან ნივთები - პოლიციელები ძალიან მოწიწებით მეპყრობოდნენ, მოახლოებასაც ვერ ბედავდნენ“ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მსჯავრდადებულმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ წერილობით ინტერვიუში აღნიშნა.

„ჩხრეკას ვერ ვიხსენებ. თვითონ ამოვალაგე ჯიბიდან ნივთები. ჩანთაში მქონდა 2-3 მაისური და „სვიტერი“. პოლიციელები ძალიან მოწიწებით მეპყრობოდნენ და რაღაც ხანი მოახლოებასაც ვერ ბედავდნენ, მერე ეგრევე „სელფის“ გადაღება დაიწყეს, გზაშიც „სელფებს“ იღებდნენ. ვიღიმი იმიტომ რომ ყოველი წამი სამშობლოში ბედნიერებაა და განსაცდელსაც თავისუფალი უნდა შევხვდე. ვიდეოების გასაჯაროების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო პოლიციამ კამერებით გვიპოვა. ივანიშვილს აქამდე არ წაუგია არსად და არაფერი. თუ ოპოზიციამ დაამსხვრია მისი ყოვლისშემძლეობის მითი, ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლოში რევოლუციური ცვლილებები, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს“,- აღნიშნავს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი განმარტავს, რომ მას თაფლი ციხეში შესთავაზეს, როგორც შიმშილობის პროტოკოლის ნაწილი.

„ჰაერზე არ გავდივარ, რადგან არ მინდა გისოსებიდან ცის ყურება. ციხის ექიმები დიდი მზრუნველობით მეპრყობიან. ვუყურებ თავისუფალ ქართულ არხებს. თაფლი თვითონ შემომთავაზეს როგორც შიმშილობის პროტოკოლის ნაწილი. თითო კოვზი ჩაიში, მაგრამ საღამოს, როდესაც ტელევიზიით მოვისმინე ოქმით დავაბრუნე“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ“ - ბესელია

🔴 ეს არის ფარსი, მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა - გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს

🔴 „მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი და არის იქ, სადაც უნდა იყოს“ - გახარია

🔴 „გადაიყვანენ საავადმყოფოში და ამით დამთავრდება ყველაფერი“ - საყვარელიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

🔴 „თავისუფლება მიშას“ - ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ხმაურია